ფეხბურთი

18:10 | 20.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

შოთა არველაძე ზედიზედ მეორედ უზბეკეთის ჩემპიონი გახდა

შოთა არველაძემ უზბეკეთის ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეორედ მოიპოვა. ტაშკენტის „ფახთაქორმა“ სეზონის დასრულებამდე 3 ტურით ადრე შინ „კოკანდს“ 2:1 აჯობა, მანამდე მისი კონკურენტი „ნასაფ ქარში“ დამარცხდა და ყველაფერი გაოფიციალურდა.

„ფახთაქორი“ უახლოეს მდევარს სეზონის დასრულებამდე 3 ქურით ადრე 13 ქულით უსწრებს და ცხადია, პირველ ადგილში ვერავინ შეეცილება.

„ფახთაქორს“ უზბეკეთის ჩემპიონის ტიტული შოთა არველაძემ მიჯრით მეორედ მოაგებინა, ისტორიაში კი ტაშკენტური გუნდისთვის მე-13 საჩემპიონო ტიტულია.

0.15379