ფეხბურთი

14:02 | 18.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრებს ესტონეთთან მატჩის განაცხადში ორი ფეხბურთელი გამოაკლდა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის მეექვსე ტურის შეხვედრას დღეს დინამო არენაზე გამართავს. ესტონეთის წინააღმდეგ მზადების პროცესში რამდენიმე ქართველ ფეხბურთელს მიკროტრავმა ჰქონდა. ისინი სამედიცინო ჯგუფის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ. ამ დროისთვის არსებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, დღევანდელ თამაშს საქართველოს ნაკრების ორი ფეხბურთელი გამოტოვებს. თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ქვილითაია ესტონეთთან მატჩის განაცხადში არ იქნებიან.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ესტონეთის წინააღმდეგ:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ალმერია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), სოლომონ კვერკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ოვიედო, ესპანეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი)

თავდამსხმელები: ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ელგუჯა ლობჯანიძე (კაისარი, ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ბექა მიქელთაძე (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი)

საქართველოსა და ესტონეთის საფეხბურთო ნაკრებთა დაპირისპირება 18 ნოემბერს, 21:00 საათზე, დინამო არენაზე გაიმართება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

gff.ge

0.117592