ავტოსპორტი

11:03 | 18.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ტოდტი: მიხაელ შუმახერი შვილის, მიკის კარიერას თვალს ადევნებს

საერთაშორისო სავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი ჟან ტოდტი ამბობს, რომ მიხაელ შუმახერი თავისი შვილის, მიკ შუმახერის (ფოტოზე) კარიერას ყურადღებით ადევნებს თვალყურს. „ფერარის“ ყოფილი შეფი იმ იშვიათთაგანია, ვისაც ლეგენდარული მრბოლის ხშირად მონახულების საშუალება აქვს.

შუმახერის ოჯახი, მიხაელს ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას საიდუმლოდ ინახავს. ტოდტი მას მაიორკაში მდებარე სახლში ხშირად, თვეში ორ-სამჯერ აკითხავს. ის ვარაუდობს, რომ 21 წლის მიკის ფორმულა 1-ის კარიერა ალბათ მომავალ სეზონში, „ჰაასში“ დაიწყება.

„რა თქმა უნდა, მიხაელი შვილის კარიერის განვითარებას თვალყურს ადევნებს. მიკს ალბათ ფ1-ში მომავალ სეზონში ვიხილავთ და ეს დიდი გამოწვევა იქნება. ჩვენთვის სასიხარულო იქნება, თუ მოტორ სპორტის უმაღლეს დონეზე, კიდევ ერთ შუმახერს ვიხილავთ“, - ამბობს 74 წლის ტოდტი, ვინც ფ1-ის რბოლებს მიხაელთან ერთად, ხშირად ტელვიზიით უყურებს.

„მე მიხაელს საკმაოდ ხშირად ვნახულობ, თვეში ორჯერ ან სამჯერაც. მის ჯანმრთელობაზე მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ის იბრძვის. მასზე ძალიან კარგად ზრუნავენ. ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია, რომ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდება“, - RTL ფრანსთან საუბრისას ამბობს ტოდტი.

0.133842