ფეხბურთი

11:52 | 17.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

სუარესის „ბარსელონადან“ წასვლა მარტო კუმანის ახირება არ ყოფილა

საფეხბურთო საზოგადოება ძალიან გააოცა „ბარსელონას“ ახალი მთავარი მწვრთნელის, რონალდ კუმანის გადაწყვეტილებამ, ურუგვაელი შემტევი, ლუის სუარესი გუნდიდან გაეშვა. კუმანის მძიმე ხასიათის შესახებ საქვეყნოდაა ცნობილი, მაგრამ სუარესის „ატლეტიკოში“ გადაბარგებას სხვა მიზეზიც ჰქონია: ლუისი თურმე კლუბის ხელმძღვანელობას ოთხწლიან კონტრაქტს სთხოვდა, ანუ „ბარსელონაში“ 37 წლამდე თამაშს აპირებდა.

კლუბში კი ასაკისა და ბოლო დროს გაუარესებული შედეგიანობის გათვალისწინებით, ხანგრძლივი ხელშეკრულების გაფორმება არ მოინდომეს - გვამცნობს Mundo Deportivo.

33 წლის სუარესი „ბარსელონადან“ მადრიდის „ატლეტიკოში“ 25 სექტემბერს გადავიდა. კატალონიურ კლუბში კი 2014 წლიდან ირჯებოდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114634