ფეხბურთი

2:24 | 14.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჯანო ანანიძე: "ყველაფერმა ჩვენს საწინააღმდეგოდ იმუშავა, მაგრამ სათქმელს აუცილებლად ვიტყვით"

ქართველი ფეხბურთელი ჯანო ანანიძე ევრო 2020-ის პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ნაკრების მარცხს გამოეხმაურა. ანანიძემ დაწერა, რომ ფეხბურთელებს ყველაზე მეტად უნდოდათ ევროპის ჩემპიონატზე თამაში და ახლა მხარდაჭერა მათ სჭირდებათ.

ჯანოს განცხადებით, ბევრი მიზეზი იყო ამ მარცხის მიზეზი, მაგრამ ამით ცხოვრება არ დასრულებულა და ამ გუნდს ყველაფერი წინ აქვს.

„გუშინდელი თამაშის შემდეგ წარმოდგენაც კი არ მინდა, რას გრძნობენ ახლა ბიჭები. ყველაზე მეტად გამარჯვება და ევროპის ჩემპიონატზე თამაში ხომ მათ სურდათ და მათი ოცნება იყო. ისევე, როგორც ჩემი. ეს შანსი ყველამ ერთად ვერ გამოვიყენეთ და ამის უამრავი მიზეზი იყო. კვარას და შენგელიას კორონა,ჩაკვეს და კიტეს ტრავმა, ამას დამატებული ცარიელი ტრიბუნები. მოკლედ, ყველაფერმა ჩვენს საწინააღმდეგოდ იმუშავა და ძალიან გულდასწყვეტია, რომ გუშინ ვერ მოვიგეთ. მაგრამ ამით ცხოვრება არ მთავრდება და ამ გუნდს ბევრის მიღწევა შეუძლია და ასეც იქნება. დღეს, ყველაზე მეტად მხარდაჭერა და თანადგომა იმ ბიჭებს სჭირდებათ, რომლებიც გუშინ ეროვნულ სტადიონზე იბრძოდნენ. მათ და ყველა იმ ფეხბურთელს, ვისაც მთელი შესარჩევი ციკლის განმავლობაში ერთხელ მაინც მოურგიათ ნაკრების მაისური. ყველაფერი წინ გვაქვს და ყველა ერთად აუცილებლად ვიტყვით ჩვენს სათქმელს და აუცილებლად გავახარებთ ქათველ გულშემატკივარს. წინ სომხეთთა და ესტონეთთან სათამაშო გვაქვს და დარწმუნებული ვარ, ყველაფერს გააკეთებთ, რომ მოიგოთ. წარმატებები ბიჭებო“, - დაწერა ჯანომ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ჯანო ანანიძე ამჟამად უკლუბოდ იმყოფება და შესაბამისად, საქართველოს ნაკრებსაც ბოლო პერიოდში ვერ ეხმარება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112337