ფეხბურთი

17:40 | 12.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

The Guardian-მა საქართველოს ნაკრებს ვრცელი და საინტერესო სტატია მიუძღვნა

ცნობილმა და გავლენიანმა გამოცემა The Guardian-მა საქართველოს ნაკრების შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც რა თქმა უნდა, საუბარი ევრო 2020-ის პლეი-ოფის ფინალზეა.

ჟურნალისტ ნიკ ეიმსის სტატიაში გურა კაშიას ციტატებია მოყვანილი, რომელსაც პოპულარული გამოცემა გაესაუბრა. სტატიას უცვლელად გთავაზობთ:

„გურამ კაშიას ახსოვს პირველი დღე, როდესაც ეროვნულ სტადიონზე საქართველოს საყურებლად ფეხი დადგა. ეს იყო 1997 წელს და 10 წლის მოზარდს დიდი შთაბეჭდილებები ჰქონდა. მამამისმა საკმაოდ ძვირიც გადაიხადა ბილეთში იტალიის ნაკრებთან მატჩზე დასასწრებად.

მას ახლაც შეუძლია სტუმრების ყველა ფეხბურთელის ჩამოთვლა მეკარე ანჯელო პერუციდან თავდამსმხმელ ჯანფრანკო ძოლამდე. თუმცა ის მასპინძელთა შემადგენლობით აღფრთოვანდა, სადაც შოთა არველაძე, თემურ ქეცბაია, კახაბერ ცხადაძე და დიდი გენიოსი, გიორგი ქინქლაძე თამაშობდნენ: „ისინი შესანიშნავი ფეხბურთელები იყვნენ, ლეგენდები“, - ამბობს კაშია ინტერვიუში.

„ჩემთვის ნადვილი შთაგონების წყაროა. მათ არასდროს ჰქონია შანსი, რომელიც ჩვენ გვაქვს და ვიცი,რომ ყველაფერს გააკეთებდნენ, რომ ეს შანსი ჰქონოდათ“ - თქვა კაშიამ.

თუ საქართველო ჩრდილოეთ მაკედონიას იმავე სტადიონზე დაამარცხებს, სადაც კაშია პირველად მოიხიბლა, ისინი ევრო 2020-ზე გავლენ და გამოიყენებენ უეფას შანსს ერთა ლიგის სახით, რომლის მეშვეობით პატარა გუნდებს მიეცათ კარგი შანსი და ამ კონტექსტით ეჭვი არ გვეპარება, რომ საქართველო კარგი გუნდია. ისინი D ლიგაში იყვნენ, მოიგეს თავიანთი ჯგუფი 5 გამარჯვებით და 1 ფრით, გასულ თვეში კი ნახევარფინალში ბელარუსის ნაკრებიც დაამარცხეს. ფინალში გამარჯვება გარკვეულწილად გარდაქმნის ამ სფეროს ქვეყნისთის, რომელიც 1991 წლიდან თავისი მოლოდინისა და შესაძლებლობს ვერ ამართლებდა.

„ამაზე ყოველთვის ვოცნებობდი, მაგრამ იმედი არასდროს მქონია“, - ჰყვება კაშია, რომელიც „სან ხოსეში“ თამაშობს. „ნამდვილი ამბიცია ჩემპიონთა ლიგაზე ან პრემიერლიგაში თამაში იყო, რადგან ეს ქართველისთვის მიღწევადია. მაგრამ ეროვნული გუნდისთვის ყოველთვის ისეთი სიტუაცია იყო, რომ შანსი არ ჰქონდა, რადგან კონკურენციის გაწევა ტოპ გუნდებთან უწევდა, რომელიც აშკარად ჩვენზე უკეთესები არიან. არასდროს მიფიქრია ასეთი რამ, რომ ეს შეიძლებოდა მომხდარიყო“.

საქართველოს ნაკრები არასდროს გაუმათრახებიათ. კაშიას იმ პირველ საღამოს იტალიასთან უგოლოდ ითამაშეს, ანალოგიური შედეგი იყო საფრანგეთთან და 4 წლის წინ ესპანეთს სტუმრად ამხანაგური მატჩი მოუგეს. ჩვეულებრივ კი საშუალოდ დონის გუნდებს თბილისში ძალიან უჭირთ. ვინც იმ თამაშზე წავიდა, ყველას ახსოვს უელსთან 5:0. ქართველი შემტევების ტექნიკური ჯადოქრობა და მცველების სიმტკიცე ეჭვს არ იწვევდა,მაგრამ მათ აკლდებოდათ სიღრმე საუკეთესო გუნდების წინააღმდეგ.

„ერთა ლიგამ ჩვენთვის ყველაფერი შეცვალა. დიდი შანსი მოგვეცა, მაგრამ ჩვენ აქ ყოფნას ნამდვილად ვიმსახურებთ. თავს კმფორტულად ვგრძნობთ, როდესაც პირველ ნომრად ვთამაშობთ, ვდომინირებთ და ბურთს ვფლობთ. შეიძლება, ფიზიკურად არ ვართ საუკეთესო, მაგრამ ხარისხის მხრივ შესანიშნავი მოთამაშეები გვყავს, განსაკუთრებით ახალგაზრდები“, - თქვა კაშიამ.

სამწუხაროდ, ორი მათგანი ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩს გამოტოვებს და ეს სლოვაკი სპეციალისტის, ვლადიმირ ვაისისთვის თავის ტკივილია. „გენტის“ ბრწყინვალე გამთამაშებელი გიორგი ჩაკვეტაძე, რომელმაც უფრო მაღალი დონის გუნდების ყურადღება მიიქცია, ტრავმირებულია, ხოლო ყაზანის „რუბინის“ 19 წლის გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია კორონავირუსით დაინფიცირდა. იგივე მიზეზით არ იქნება ლევან შენგელია. ამიტომ, შეიძლება კაშიას თანაგუნდელ ვაკო ყაზაიშვილზე ბევრი რამ იყოს დამოკიდებული.

კაშია აღიარებს, რომ საქართველოს არ აქვს ძველებურად ვარსკვლავური ხარისხი, როდესაც ფეხბურთელები ბუნდესლიგასა და ინგლისში თამაშობდნენ, მაგრამ ფიქრობს, რომ ახლა გუნდი უფრო ერთიანია. ისინი გეოგრაფიულ მანძილსაც ამცირებენ WhatsApp-ში ბევრი აქტივობითა და PlayStation-ს ონლაინ თამაშით.

ეროვნულ ნაკრებში მოგზაურობას ხშირად უარყოფითი ეფექტი მოაქვს. მაგალითად, გასული კვირისი ბოლოს კაშიას კალიფორნიიდან კავკასიამდე 31 საათი მოუწია მგზავრობა, მაგრამ მისი კარიერის უდიდესი თამაშისთის ასეთი მანძილის გავრლა სირთულე არ ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ წნეხი უფრო დიდია, ვიდრე ოდესმე.

„ღმერთო ჩემო, წნეხი არის, ოჯახის წევრებისგან მეგობრებისგანაც, ფეხბურთზე სულ აღელვებული საუბრობენ“,- ამბობს კაშია.

ეს არის ქართველების გაერთიანების მომენტი, სადაც ბოლო კვირაში საპრალამენტო არჩევნების გაყალბების ბრალდები საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. კაშიამ 2018 წელს უეფას ჯილდოც მოიგო, როგორც მრავალფეროვნებისა და ინლუზიურობის მისაბაძმა მაგალითმა. თუმცა, ახლა მის ქვეყანაში სტადიონი ყველაზე მშვიდი ადგილი იქნება,რადგან ადგილობრივმა ხელისუფლებამ თამაშზე გულშემატკივრები არ დაუშვა.

საქართველო და მაკედონია ერთა ლიგაზე წინა ორ თვეში ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ორჯერვე ფრედ, 1:1 ითამაშებს. ახლაც არ ველით რამე ექსტრავაგანტულს იქედან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრი რამ წყდება. საკვანძო მოთამაშეები სტუმრებსაც არ ეყოლებათ, მაგალითად „ლევანტეს“ ნახევარმცველი ენის ბარდი.

„ვფიქრობ, თამაშის პროგნოზირება ცოტათი შესაძლებელია. ისინი დაცვით ფეხბურთს თამაშობენ და კონტრშეტევებზე სახიფათონი არიან. ჩვენ კი ბურთის ფლობაში კარგები ვართ. ორივე გუნდი ფრთხილად ითამაშებს და თავის შანსს დაელოდება. ისინი შეცდომის ძიებაში იქნებიან, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ შეცდომის დაშვებას“, - თქვა კაშიამ.

თუ საქართველო ევროპის ჩემპიონატზე გავა, კაშიას ამერიკამზე ყველაზე მხიარული მოგზაურობა ელოდება: „ნამდვილად ნაბახუსევი წავალ და ამის სრული უფლება მექნება. ბევრი ემოცია იქნება, რადგან გრძელი გზა გამოვიარეთ. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ ნამდვილად ამაყი ერი. გვაქვს შანსი, რომ საქართველო საფეხბურთო რუკაზე მოვათავსოთ“, - კაშიას ამ სიტყვებით სრულდება The Guardian-ის სტატია.

0.145455