ფეხბურთი

23:55 | 12.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვაისი: ძალიან სევდიანი დღეა, ორი თამაშიც და მივდივარ, საქართველოში ჩემი დრო ამოიწურა"

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს ვლადიმირ ვაისი ტოვებს. როგორც მან დააანონსა, ესტონეთთან თამაშის შემდეგ თანამდებობას ტოვებს. აღსანიშნავია, რომ ვაისის პრესკონფერენცია დასაწყისშივე ჟურნალისტთა ნაწილმა პროტესტის ნიშნად დატოვა.

„ბოდიშს გიხდით, დღევანდელი დღისთვის. რა თქმა უნდა, შედეგზე პასუხისმგებელი მე ვარ, მაგრამ ეს არის ფეხბურთი, ასეთია ცხოვრება, რომელიც გრძელდება. ბოდიშს ვუხდი ყველას, ჩემს ფეხბურთელებს, გულშემატკივრებს, ფედერაციას, საქართველოს. მაკედონიამ ერთი გოლი გაიტანა და საკმარისი გამოდგა გამარჯვებისთვის, ვულოცავ, დღეს უკეთესი გუნდი იყო. ძალიან სამწუხარო დღეა ჩემთვის, ყველასთვის.

ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე ფეხბურთელი საკმარისად მოტივირებული არ იყო. შეტევაში მეტს ველოდით, ცვლილებები დაგვიანდა, მაგრამ არ გვყავდა სათადარიგო სკამზე უკეთესი ხარისხის ფეხბურთელები. გამარჯვებული ერთმა გოლმა გადაწყვიტა და გოლის ეპიზოდი მაღალი ხარისხის ფეხბურთელებმა შექმნეს. სწორედ ეს იყო განსხვავება. ჩემი დრო ამოიწურა, ორი თამაშის შემდეგ თქვენ ახალი მწვრთნელი, ახალი იმედებით გეყოლებათ. საქართველოში ხუთწლიან საქმიანობას ვასრულებ. დღეს ყველა სევდიანია, აცრემლებული ხართ თქვენ ჟურნალისტები, ფეხბურთელები, გულშემატკივრები. ბოდიშს გიხდით", - თქვა ვაისმა.

შეგახსენებთ, ვლადიმირ ვაისის საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად 2016 წლის გაზაფხულზე დაინიშნა.

0.127915