ფეხბურთი

23:16 | 11.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბარტეზი "ტულუზაში" დაბრუნდა

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი მეკარე ფაბიენ ბარტეზი მშობლიურ კლუბ "ტულუზაში" დაბრუნდა. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. 49 წლის ბარტეზი კლუბის ყველა გუნდში მეკარეების კონსულტანტად იმუშავებს და კლუბს ამით გაუწევს დახმარებას 2020/21 წლების სეზონში.

ფაბიენი "ტულუზას" აკადემიის აღზრდილი და პირველ გუნდში 1991 წელს დააწინაურეს. მეკარემ გუნდი ერთი წლის შემდეგ დატოვა და მას შემდეგ "მარსელში", "მონაკოში" "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ნანტიში" თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123261