ფეხბურთი

17:45 | 10.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ელიფ ელმასი: "მოედანზე ყველაფერი ჩვენზე უნდა იყოს დამოკიდებული"

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების ნახევარმცველმა ელიფ ელმასმა საქართველოს ნაკრებთან მატჩამდე კომენტარი გააკეთა. ელმასის განცხადებით, რთული თამაში იქნება, რადგან მეტოქესაც იგივე მიზანი აქვს, მაგრამ იმედი აქვს, რომ ევროპის ჩემპიონატზე მაკედონია გავა.

„ერთი მატჩი და ბევრი ბრძოლა გველოდება, რთული თამაში იქნება, ფონსებიც მაღალია, მაგრამ ამისთვის ვემზადებოდით და ერთად მაქსიმალურად ვეცდებით, რომ წარმატებას მივაღწიოთ. 90 წუთის განმავლობაში გვჭირდება კონცენტრაცია და ენერგია. ევროპის ჩემპიონატზე გასვლას მიზნად საქართველოს ნაკრებიც ისახავს, მაგრამ ჩვენ იმის გაკეთება გვჭირდება, რომ მოედანზე ყველაფერი ჩვენზე იყოს დამოკიდებული.

ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, განსაკუთრებული მატჩია და ჩვენ მას ვითამაშებთ არამხოლოდ საკუთარი თავისთვის და გუნდისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის. იმედი მაქვს, რომ წარმატებას მივაღწევთ და ევროპის ჩემპიონატზე გავალთ“, - განაცხადა ელმასმა.

შეგახსენებთ, საქართველო - ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთა მატჩი 12 ნოემბერს, 21:00 საათზე გაიმართება. გამარჯვებული ნაკრები ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს.

0.112821