ფეხბურთი

14:20 | 10.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

მორატა: „ყოველთვის „ატლეტიკოდან“ ვიქნები“

„იუვენტუსის“ თავდამსხმელმა, ალვარო მორატამ, რომელიც ტურინულ კლუბში „ატლეტიკოდანაა“ განათხოვრებული, ჟურნალისტებს უთხრა, რომ სწორედ მადრიდულ კლუბს მიიჩნევს მშობლიურად და იმედი გამოთქვა, მიმდინარე სეზონს ქვეყნის ჩემპიონობით დაასრულებენო.

„მახსოვს კლუბი, სადაც ვიწყებდი ფეხბურთის თამაშს, ყოველთვის „ატლეტიკოდან“ ვიქნები. მადლობელი ვარ ამ კლუბის. ჩოლოსთანაც (დიეგო სიმეონე) ჩინებული ურთიერთობა მაქვს და ყოველივე კარგს ვუსურვებ. არ ვიცი ოდესმე კიდევ თუ მოვირგებ „ატლეტიკოს“ მაისურას.

ვიმედოვნებ, მიმდინარე სეზონში ისინი ესპანეთის ჩემპიონები გახდებიან, რადან „რეალზე“ და „ბარსელონაზე“ უკეთესები არიან.“ - ციტირებს მორატას სიტყვებს Football Espana.

მორატა „ატლეტიკოს“ აკადემიაში 2005-07 წლებში ვარჯიშობდა. 2019 წელს კი დაბრუნდა კლუბში და სრულფასოვან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

0.112192