ფეხბურთი

13:27 | 10.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლუკე: „მარადონას მალე გამოწერენ“

ლეგენდარული დიეგო მარადონას პირადმა ექიმმა, ლეოპოლდო ლუკემ, ჟურნალისტებს მისი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ უამბო.

„დიეგო თავს კარგად გრძნობს და გამოწერას ელის. რამდენიმე ანალიზი დარჩა მხოლოდ ასაღები. თითქმის ჯანმრთელია. ამ კვირაში, წესით, უნდა დატოვოს ჰოსპიტალი.“ - ციტირებს ლუკეს სიტყვებს Mundo Deportivo.

საზოგადოებაში დიეგო ბოლოს 31 ოქტომბერს გამოჩნდა, არგენტინის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩში „ხიმნასია ი ესგრიმასა“ და „პატრონატოს“ შორის (3:0). შეხვედრა დიეგოს 60 წლისთავს მიეძღვნა, სამახსოვრო დაფაც აჩუქეს, თუმცა ლეგენდამ თავი ცუდად იგრძნო და მატჩის ბოლომდე აღარ გაჩერებულა. ის ლა პლატას კლინიკა იპენსაში დააწვინეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101304