ფეხბურთი

2:17 | 10.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

არცერთი ფეხბურთელი სათადარიგო სკამზე და სერია C-ში: სიცილიური დერბი 7 წლის შემდეგ

არც ისე შორეულ წარსულში იყო დრო, როდესაც ცნობილი სიცილიური დერბი „პალერმო“ – „კატანია“ სერია A-ს ეგიდით იმართებოდა, მაგრამ ახლა სხვა დროებაა - ორივე სერია C-ში თამაშობს.

ბოლოს ეს ორი ცნობილი იტალიური კლუბი ერთმანეთს 2013 წელს დაუპირისპირდა. 7-წლიანი წყვეტა დასრულდა და მათი გზები ამჯერად რანგით მესამე ლიგაში გადაიკვეთა.

„რენცო ბარბერაზე“ დერბიში „პალერმო“ მამადუ კანუტეს გოლით მე-15 წუთზე დაწინაურდა, რასაც სტუმრებმა თამაშის დასრულებამდე 9 წუთით ადრე ემილიანო პეჩირინოს გოლით უპასუხეს.

აღსანიშნავია, რომ „პალერმოს“ კორონავირუსის ეპიდემიაა გავრცელებული და სათადარიგო სკამზე ერთადერთი ფეხბურთელი ჰყავდა, ისიც ახალგაზრდული გუნდის მეკარე მარკო მატრანია. მიუხედავად იმისა, რომ „როზანეროს“ ცვლილება არ გაუკეთებია, პრინციპული მეტოქის დამარცხებასთან ძალიან ახლოს იყო.

„პალერმო“ სერია C-შიც რთულ დღეშია და 6 თამაშში მხოლოდ 3 ქულა დააგროვა, მე-19 ადგილზეა, ხოლო „კატანიას“ 7 მატჩში 9 ქულა აქვს და მეათე პოზიციას ამაგრებს.

0.151936