ფეხბურთი

3:09 | 9.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

თემურ ქეცბაია საქართველოში ფეხბურთელებთან ერთად დაბრუნდა

ფამაგუსტას „ანორთოსის“ ფეხბურთელები, გიორგი ლორია, თორნიკე ოქრიაშვილი, გიორგი ქვილითაია და მურთაზ დაუშვილი კერძო თვითმფრინავით თბილისში წამოვიდნენ, ცხადია, სანაკრებო შეკრებაზე.

აღსანიშნავია, რომ მათთან ერთად იყო თემურ ქეცბაიაც, რომელიც როგორც ჩანს, ისტორიულ მატჩზე დასწრებას აპირებს. თემურმა და ფეხბურთელებმა ერთად იმგძავრეს და ის ჩრდილოეთ მაკედონიასთან თამაშს დიდი ალბათობით დაესწრება. "ანორთოსისის" ქართული ლეგიონი სამშობლოში მას შემდეგ დაბრუნდა, რაც ლარნაკას აეკ-ს 1:0 მოუგეს და კვიპროსის ჩემპიონატში გალიდერდნენ.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას 12 ნოემბერს შეხვდება. ეროვნული გუნდი შეკრებას 9 ნოემბრიდან იწყებს.

0.141693