ფეხბურთი

20:26 | 8.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

"დინამოს" მნიშვნელოვანი ქულები სხირტლაძემ მოუტანა

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში თბილისური დერბი შედგა, რომელშიც „ლოკომოტივმა“ „დინამოს“ უმასპინძლა.

ქულები ორივესთვის მნიშვნელოვანი იყო და საბოლოოდ მიზანს „დინამომ“ მიაღწია, რომელმაც მეტოქეს 2:0 აჯობა.

მატჩის გმირი კი დავით სხრიტლაძე გამოდგა. ქართველმა ფორვარდმა დუბლიმიითვალა და „დინამოს“ რიგებში ჩატარებულ 2 მატჩში უკვე 3 გოლი აქვს გატანილი, რაც შესანიშნავი შედეგია.

სხრიტლაძემ გოლები მატჩის ბოლოს გაიტანა. ჯერ 77-ე წუთზე ანგარიში გახსნა, ხოლო 6 წუთში ახლო მანძილიდან დუბლი შეასრულა. შედეგად, „დინამომ“ 31 ქულა დააგროვა და „დინამო ბათუმს“ უკვე 5 ქულით უსწრებს, მაგრამ თამაშით მეტი აქვს ჩატარებული. „ლოკომოტივი“ 22 ქულით მეოთხეა და ევროპა ლიგაზე გასასვლელად იბრძვის.

„ლოკომოტივი“ – „დინამო თბილისი“ 0:2 (0:0)

გოლები: 0:1 სხირტლაძე (77), 0:2 სხირტლაძე (83)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114819