ფეხბურთი

16:37 | 8.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს თასი: მოულოდნელი ფინალი

საქართველოს თასის ფინალში ეროვნული ლიგა 2-ის ბინადრები, „გაგრა“ და „სამგურალი“ ითამაშებენ. ნახევარფინალში ორივე გუნდმა ეროვნული ლიგის წევრები დაამარცხეს და ტიტულისთვის იბრძოლებენ.

„გაგრამ“ „საბურთალოს“ დაძაბულ ბრძოლაში აჯობა, მატჩის შემდგომ პენალტების სერიაში. თამაშიდან გოლი არ გასულა, 120 წუთი 0:0 დასრულდა და პენალტებში მასპინძები უკთეს გაისარჯნენ - 4:2. „გაგრას“ საქართველოს თასი მოგებულიც აქვს, 2011 წელს შეძლო ისტორიული ტიტულის მოპოვება, 2018 წელს კი ფინალში „ტორპედოსთან“ პენალტების სერიაში წააგო.

წყალტუბოს „სამგურალმა“ კი შინ საჩხერის „ჩიხურა“ დაამარცხა. პაპუნა ფონიავა და სერგო კუხიანიძე არიან გოლების ავტორები და უჩა სოსიაშვილის გუნდმა ფინალის საგზური მოიპოვა. „სამგურალის“ არ არის თასის ფინალის დებიუტანტი, აქ 1999 წელს იყო, როდესაც „ტორპედოსთან“ დამატებით დროში დამარცხდა.

ნებისმიერ შემთხვევაში, „გაგრსასთვის“ და „სამგურალისთვის“ საქართველოს თასის ფინალში გასვლა დიდი წარმატებაა. მათ ტიტულის მოგებასთან ერთად, ევროპა ლიგის საგზურის დაუფლებაც შეუძლიათ. მოკლედ, ფინალში დიდი ბრძოლა იქნება.

„სამგურალი“ - „ჩიხურა“ 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 ფონიავა (29), 2:0 კუხიანიძე (90)

„გაგრა“ - „საბურთალო“ 0:0 პენ: 4:2

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113761