ფეხბურთი

1:54 | 8.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

9 თამაშში მე-15 გოლი: ჟორჟ მიქაუტაძემ ბელგიაში ისევ გაიტანა (+VIDEO)

ბელგიური „სერენის“ თავდამსხმელმა ჟორჟ მიქაუტაძემ მორიგი გოლი გაიტანა. „სერენის“ წარმოშობით ქართველმა შემტევმა ბელგიის 1B დივიზიონის მორიგ ტურში „ლიერსი“ დაამწუხრა.

„სერენი“ საკუთარ მოედანზე „ლიერსთან“ 1:3 დამარცხდა, მიქაუტაძემ შეუცვლელად ითამაშა და მე-40 წუთზე გოლი გაიტანა. ჟორჟმა დანიელ მილიჩევიჩის შესანიშნავი პასით დაამწუხრა მეტოქე და იმ დროისთვის წონასწორობა აღადგინა.

20 წლის მიქაუტაძემ მიმდინარე სეზონში მეცხრე თამაშში მე-15 გოლი გაიტანა და ცხადია, ამ შედეგით 1B დივიზიონის ბომბარდირთა დავას დამაჯერებლად ლიდერობს. „სერენმა“ „ლიერსთან“ წაგებით სატურნირო ცხრილში პირველი პოზიცია დაკარგა და 18 ქულით მეორე საფეხურზეა.

0.118998