ფეხბურთი

22:26 | 7.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ქონიასპორის" ფეხბურთელმა შენგელიას პასით "ფენერბახჩეს" მაკრატელა გაუტანა (+VIDEO)

თურქეთის სუპერლიგის მერვე ტურში ლევან შენგელიამ „ფენერბახჩესთან“ საგოლე პასი მიითვალა. „ქონიასპორმა“ თურქული ფეხბურთის გრანდი სტამბოლში 2:0 დაამარცხა და შენგელიამ გამარჯვებაში თავისი მოკრძალებული წვლილი შეიტანა.

ლევანი მოედანზე მე-60 წუთზე შეცვლაზე შევიდა და 7 წუთში საგოლე პასი გააკეთა. მან თავით მარკო იევტოვიჩს დაუგდო ბურთი, ხოლო სერბმა ფეხბურთელმა ფანტასტიკურად ითამაშა და მაკრატელა დარტყმით ანგარიში გახსნა.

ქონიელებმა 10 წუთში მეორეც გაიტანეს და საბოლოოდ მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმეს. ნიშანდობლივია, რომ „ქონიამ“ ამ სეზონში ორი თამაში მოიგო და ორივე ადგილობრივ გრანდებთან - „ბეშიქთაშთან“ 4:1, სადაც შენგელიამ დუბლი შეასრულა და ახლა „ფენერთან“. შენგელიამ თურქეთის სუპერლიგის მიმდინარე სეზონში 7 თამაშში 2 გოლი გაიტანა.

„ქონიასპორს“ 7 თამაშში 9 ქულა აქვს მოპოვებული და მე-10 ადგილზე იმყოფება, ხოლო მომდევნო ტურში 22 ნოემბერს, „ქასიმპაშას“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111208