ფეხბურთი

20:18 | 7.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბრუნუ ფერნანდეშის რეკორდი

ინგლისური პრემიერლიგის მე-8 ტურის მატჩში „მანჩეტერ იუნაიტედმა“ სტუმრად „ევერტონი“ 3:1 დაამარცხა. დუბლი მიითვალა მანჩესტერელთა ნახევარმცველმა, ბრუნუ ფერნანდეშმა.

„ევერტონთან“ მატჩი მისთვის პრემიერლიგაში მე-10 გასვლითი შეხვედრა გამოდგა, რომელშიც პორტუგალიელმა 14 შედეგიანი ქმედება შეასრულა „გოლი+პასი“ (10+4) სისტემით. ეს მიღწევა საუკეთესო აღმოჩნდა პრემიერლიგის ისტორიაში - გვამცნობს პორტალ Opta-ს ტვიტერის გვერდი.

ასევე, აღსანიშნავია, რომ მე-2 გოლი, ჯამში მე-100 გამოდგა ფერნანდეშის საკლუბო კარიერაში. ინგლისამდე ის იტალიურ „ნავაროში“ (4 გოლი), „უდინეზესა“ (11) და „სამპდორიაში“ (5) ირჯებოდა. შემდეგ ლისაბონის „სპორტინგში“ (63). „მანჩესტერის“ შემადგენლობაში კი 17-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.

0.147254