ფეხბურთი

23:30 | 6.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლიოვი: "გუნდის განვითარების პროცესი პოზიტიურად მიმდინარეობს"

გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა წლის ბოლო სამი მატჩისთვის ნაკრებში ორ დებიუტანტს, ფილიპ მაქსს და ფელიქს უდუოხაის უხმო. ფედერაციის ვებგვერდთან საუბრისას ლიოვმა განაცხადა, რომ გუნდი განვითარების პროცესში და საბოლოოდ ეს ნორმალური პროცესია.

"ამ ეტაპზე ბევრ რამეზე ვფიქრობ. ერთი შეხედვით ჩვენ ხალისიანად უნდა ჩავამთავროთ ეს წელი. ასევე, ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ გამოცდილების მიღება, რომელიც გუნდის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. ამავდროულად, მადლობელი ვარ, რომ ასეთ პირობებში სანაკრებო მატჩები მაინც იმართება, რადგან ხალხს ფეხბურთი ახლა ნაკლებად აღელვებს."

იოახიმ ლიოვს შემადგენლობის შერჩევის გამო გერმანიაში აკრიტიკებენ და მიიჩნევენ რომ გუნდში საუკეთესო ფეხბურთელები ვერ ხვდებიან. ლიოვმა აღნიშნა, პასუხისმგებლობა მას აქვს აღებული და რომ არა ასეთი ტიპის შერჩევები, გუნდში დებიუტი არ ექნებოდათ იონას ჰოფმანს და ფლორიან ნეუჰაუსს.

"მესმის კრიტიკის, თუმცა მე ვიღებ გადაწყვეტილებებს. ეს არ ნიშნავს, რომ სხვისი აზრი არ მაინტერესებს. საბოლოო ჯამში მე ვიღებ პასუხისმგებლობას, როგორც მწვრთნელი. ბევრ კითხვას ვსვამ ხოლმე - მოთამაშისთვის რა არის კარგი გადაწყვეტილება? სად უნდა იდგეს? სჭირდება თუ არა დასვენება? რა უნდა მიიღო მხედველობაში გუნდის განსავითარებლად? ვინ მოვიწვიოთ? მაგალითად "გლადბახის" ფეხბურთელები იონას ჰოფმანი და ფლორიან ნეუჰაუსი ოქტომბერში ძალიან მოგვეწონა და ეს იყო პოზიტიური შედეგი ჩვენთვის. ჩვენ მარტო ერთა ლიგით არ შემოვიფარგლებით. ჩვენ გვჭირდება ევროპის ჩემპიონატისთვის ლაღი და წარმატებას მოწყურებული ფეხბურთელები გრძელი სეზონის შემდეგ."

იოახიმ ლიოვმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მისი შტაბის მუშაობას და აღნიშნა, რომ გუნდის განვითარების პროცესი დამაკმაყოფილებლად მიმდინარეობს.

"გუნდს სჭირდება სტაბილური, ავტომატური თამაში და ფეხბურთელები ერთმანეთს ბრმად უნდა უგებდნენ. გუნდი უნდა გაიზარდოს და ეს პროცესი განვითარებადი უნდა იყოს. ამ ეტაპზე რთულია ეს დაინახო, მაგრამ ჩვენ ეს პროცესი დავიწყეთ, ჩვენი ფილოსოფიის და იდეების გვჯერა. გუნდის განვითარების პროცესი პოზიტიურად მიმდინარეობს და მოუთმენლად ველოდებით შემდეგ წელს დიდი მოლოდინებით." - განაცხადა ლიოვმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113934