ფეხბურთი

20:54 | 5.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა ერთი დებიუტანტით და ნაცნობი გვარით

დიდიე დეშამმა საფრანგეთის ეროვნული ნაკრების შემადგენლობა დაასახელა და გუნდში 26 ფეხბურთელი გამოიძახა. დებიუტანტი ერთია, თუმცა ნაცნობი გვარით - მარკუს ტურამი.

დეშამმა ყოფილი თანაგუნდელის, ლილია ტურამის შვილს უხმო, რომელიც ეროვნულ ნაკრებში პირველად მიიწვიეს. საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: ბენუა კოსტილი (ბორდო), უგო ლორისი (ტოტენჰემი, ინგლისი), მაიკ მანიანი (ლილი), სტივ მანდანდა (მარსელი)

მცველები: ლუკას დინი (ევერტონი, ინგლისი), ლეო დუბუა (ლიონი), ლუკას ერნანდესი (ბაიერნი, გერმანია), პრესნელ კიმპემბე (პსჟ), კლემენ ლენგლე (ბარსელონა, ესპანეთი), ბენჟამინ პავარი (ბაიერნი, გერმანია), რაფაელ ვარანი (რეალი), კურტ ზუმა (ჩელსი, ინგლისი)

ნახევარმცველები: ნგოლო კანტე (ჩელსი, ინგლისი), სტივენ ნზონზი (რენი), პოლ პოგბა (მანჩესტერი, ინგლისი), ადრიენ რაბიო (იუვენტუსი, იტალია), მუსა სისოკო (ტოტენჰემი, ინგლისი), კორენტინ ტოლისო (ბაიერნი, გერმანია)

თავდამსხმელები: ვისამ ბენ იედერი (მონაკო), კინგსლი კომანი (ბაიერნი, გერმანია), ნაბილ ფეკირი (ბეტისი, ესპანეთი), ოლივიე ჟირუ (ჩელსი, ინგლისი), ანტუან გრიზმანი (ბარსელონა, ესპანეთი), ანტონი მარსიალი (მანჩესტერი, ინგლისი), კილიან მბაპე (პსჟ), მარკუს ტურამი (გლადბახი, გერმანია)

ფრანგები 11, 14 და 17 ნოემბერს, ფინეთის (ამხანაგური მატჩი), პორტუგალიისა და შვედეთის ნაკრებებს (ერთა ლიგაზე) შეხვდებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112195