ფეხბურთი

10:24 | 4.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა: შარშანდელი ნახევარფინალის რიმეიქი და რონალდუს დაბრუნება

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში დღეს ოთხ ჯგუფში რვა მატჩი გაიმართება და მესამე ტურიც დასრულდება. უნდა აღინიშნოს, რომ გამორჩეულად ცენტრალური თამაში ამჯერად არ გვაქვს, ალბათ, ყველაზე ყურადსაღები „ლაიფციგისა“ და „პარი სენ ჟერმენის“ დუელია.

E ჯგუფში ლონდონის „ჩელსი“ „კრანსოდართან“ ადვილი გამარჯვების შემდეგ განწყობის კიდევ უფრო ამაღლებას ეცდება, რადგან შინ დებიუტანტ „რენს“ მასპინძლობს და ცხადია, უპირობო ფავორიტია. ფრენკ ლამპარდის გუნდს დიდი პოტენციალი აქვს, მეტწილად შეტევაში და თანაც, ბოლო დროს გუნდის ახალწვეულებიც ადაპტირებას წარმარებით გადიან. ამავე ჯგუფში „სევილია“ „კრასნოდარს“ დაუხვდება და ისიც ფავორიტია. საერთოდ, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი და მეტიც, სასწაული არ მოხდა, ინგლისელებსა და ესპანელებს ჯგუფიდან გასვლა არ უნდა გაუჭირდეთ.

F ჯგუფში რომის „ლაციო“ ბევრი პრობლემით „ზენიტს“ ესტუმრება. სიმონე ინძაგის გუნდს კორონავირუსის გამო ბევრი ფეხბურთელია აკლიდა, მათ შორის ჩირო იმობილე რომლის ტესტის პასუხი დადებითი არაა, მაგრამ რუსეთში მაინც არ წასულა. ინძაგიმ მატჩამდე თქვა, რომ ამ სახის პრობლემებს უკვე შევეგუეთ და ბოლომდე დავიხარჯებითო. ისე კი, „ლაციოს“ კარგი სტარტი აქვს და თუ „ზენიტის“ ძლევასაც მოახერხებს, პლეი-ოფის საგზურში ალბათ ვერავინ შეეცილება. ბელგიური „ბრიუგე“ შინ „დორტმუნდს“ დაუხვდება. ბელგიელებმაც კარგად დაიწყეს, ორ ტურში 4 ქულა დააგროვეს და რა თქმა უნდა, ეცდებიან, ფავორიტ „დორტმუნდთანაც“ მაქსიმუმს გამოჰკრან ხელი.

G ჯგუფში კატალონიის „ბარსელონა“ კიევის „დინამოს“ მასპინძლობს. უკრაინელები პრაქტიკულად მეორე შემადგენლობით ჩავიდნენ ესპანეთში, რადგან კორონავირუსის ეპიდემიაა გავრცელებული და 13 ფეხბურთელი აკლია. „ბარსელონა“ საშინელ ფორმაშია. „იუვენტუსთან“ გამარჯვებამაც დიდი ვერაფერი შეცვალა, ამას ლა ლიგაში „ალავესთან“ უფერული 1 ქულა მოჰყვა. რონალდ კუმანს ბევრი კრიტიკოსი ჰყავს და ალბათ, კიეველებთან მოგებაც მათ ვერ გააჩუმებს.

„იუვენტუსიც“ ცუდ დღეშია. ანდრეა პირლოს გუნდმა უსახურ „ბარსასთან“ იმდენად კატასტროფული ფეხბურთი აჩვენა, რომ ვაი... თუმცა, შემდეგ სერია A-ში ადვილად მოიგო, მაგრამ მეტად სუსტ მეტოქესთან („სპეცია“). მნიშვნელოვანი ის არის, რომ კრიშტიანუ რონალდუ დაბრუნდა და ის პირველად ითამაშებს ჩემპიონთა ლიგაზე მიმდინარე სეზონში. წარმოიდგინეთ როგორი მოტივირებული იქნება პორტუგალიელი საყვარელ ტურნირზე დაბრუნების გამო. „იუვენტუსი“ უნგრეთში „ფერენცვაროშთან“ ითამაშებს, სადაც სხვათა შორის, ტრიბუნები ცარიელი არ იქნება და 20 ათასი მაყურებელი დაესწრება შეხვედრას. შესაძლოა, ლაშა დვალმაც ითამაშოს, მიუხედავად იმისა, რომ სავარაუდო ძირითად შემადგენლობაში ქართველი მცველი არ ფიგურირებს.

H ჯგუფში „მანჩესტერ იუნაიტედი“ ბრწყინავს, რომელმაც „ლაიპციგი“ გაანადგურა, მანამდე სტუმრად პსჟ-ს მოუგო. დიახ, ის „მანჩესტერი“ პრემიერლიგაში შინ რომ ვერ მოუგია და გასავარდნ ზონასთან რომ ყურყუტებს... ფაქტია, ოლე გუნარ სულშერის გუნდი აქ სახეცვლილია და შესანიშნავად თამაშობს. ინგლისელები თურქეთში „ბაშაკშეჰირთან“ გეგმავენ ზედიზედ მესამე გამარჯვებას და ალბათ,მოახერხებენ. გაცილებით საინტერესოა, გასული სეზონის ნახევარფინალის რიმეიქი - „ლაიფციგი“ „პარი სენ ჟერმენის“ წინააღმდეგ. გერმანელებს ჩინებული შანსი აქვთ, რომ რევანში აიღონ, რადგან პარიზელები კი კარგ ფორმაში არიან, მაგრამ კილიან მბაპეს, ნეიმარის, მარკო ვერატის, ხუან ბერნატისა და მაურო იკარდის გარეშე ითამაშებენ. ამდენად, იულიან ნაგელსმანის გუნდი უკეთესს რას ინატრებს, თუ რამის დამტკიცება სურს, ახლა უნდა დაამტკიცოს...

E ჯგუფი

„სევილია“ – „კრასნოდარი“

„სევილია“ (4-3-3): ბონო; ნავასი, კუნდე, დიეგო კარლოსი, აკუნია; რაკიტიჩი, ფერნანდო, ჯორდანი; ოკამპოსი, დე იონგი, მუნიე

„კრასნოდარი“ (4-2-3-1): საფონოვი; სმოლნიკოვი, მარტინოვიჩი, კაიო, ჩერნოვი; გაზინსკი, ვილენა; ოლსონი, უტკინი, რამირესი; ბერგი

„ჩელსი“ – „რენი“

„ჩელსი“ (4-1-4-1): მენდი; ასპილიკუეტა, ტიაგო სილვა, ზუმა, ჩილველი; კანტე; მოუნთი, ჰავერტცი, ჰადსონ-ოდოი, ზიეჩი; ვერნერი

„რენი“ (4-3-3): გმისი; ტრაორე, და სილვა, აგუერი, დალბერტი; ბურგიგე, ნზონზი, სილიკი; დოკუ, ჟირასი, ტერიე

F ჯგუფი

„ზენიტი“ – „ლაციო“

„ზენიტი“ (4-1-4-1): კერჟაკოვი; კარავაევი, ლოვრენი, რაკიცკი, დუგლას სანტოსი; ბარიოსი; ეროხინი, კუზიაევი, ბენდელი, დრიუსი; ძიუბა

„ლაციო“ (3-5-2): სტრაკოშა; პატრიკი, ლუის ფელიპე, აჩერბი; მარუშიჩი, მილინკოვიჩ-სავიჩი, ლუკას ლეივა, აკპა-აკპრო, ფარესი; კორეა, კაისედო

„ბრიუგე“ – „დორტმუნდი“

„ბრიუგე“ (3-5-2): მინოლე, მატა, მეხელე, დელი; სობოლი, ვანაკენი, რიცი, ვორმერი, დე კატელარე; ლანგი, დენისი

„დორტმუნდი“ (4-2-3-1): ბიურკი; მუნიე, პიშჩეკი, აკანჯი, გერეირო; დაუდი, ვიტსელი; სანჩო, რეინა, აზარი; ჰოლანდი

G ჯგუფი

„ბარსელონა“ – „დინამო კიევი“

„ბარსელონა“ (4-2-3-1): ნეტო; დესტი, პიკე, ლენგლე, ალბა; დე იონგი, პიანიჩი; პედრი, მესი, ანსუ ფატი; გრიზმანი

„დინამო კიევი“ (4-2-3-1): ნეშჩერეტი; კედზიორა, ზაბარნი, პოპოვი, სიროტა; შეპელიევი, ანდრიევსკი; ციგანკოვი, ბუიალსკი, დე პენა; სუპრიაჰა

„ფერენცვაროში“ – „იუვენტუსი“

„ფერენცვაროში“ (4-3-3): დიბუში; ლოვრენშიში, ბლაჟიჩი, კოვაჩევიჩი, ჰეისტერი; ლაიდუნი, ხარატინი, სომალია; ზუბკოვი, ისაელი, ნგუენი

„იუვენტუსი“ (4-3-3): კუადრადო, ბონუჩი, დანილო, ფრაბოტა; რაბიო, არტური, ბენტანკური; კიეზა, მორატა, რონალდუ

H ჯგუფი

„ბაშაკშეჰირი“ – „მანჩესტერი“

„ბაშაკშეჰირი“ (4-3-3): გიუნოკი; რაფაელი, შკრტელი, ეპურანუ, ბოლინგოლი; ტოპალი, კაჰვეჯი, ალეკსიში; ტურუჩი, ბა, ვისჩა

„მანჩესტერი“ (4-3-1-2): დე ხეა; ვან-ბისაკა, ტუანზებე, მაგუაიერი, შოუ; მატიჩი, ფრედი, პოგბა; ბრუნო ფერნანდეში; რაშფორდი, მარსიალი

„ლაიფციგი“ – „პარი სენ ჟერმენი“

„ლაიფციგი“ (3-4-2-1): გულაშჩი; ორბანი, უპამეკანო, კონატე; ჰენრიხსი, კამპლი, ნკუნკუ, ანხელინო; დანი ოლმო, ფორსბერგი; პოულსენი

„პარი სენ ჟერმენი“ (4-4-2): ნავასი; ფლორენცი, დანილო, კიმპემბე, კურზავა; სარაბია, ერერა, მარკინიოსი, დი მარია; კინი, მბაპე

0.118897