ფეხბურთი

3:20 | 4.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა: არასაფეხბურთო ანგარიშების დღე (+VIDEO)

ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის რვა მატჩი ოთხ ჯგუფში გაიმართა და ტურის ცენტრალური დაპირისპირებაც ისეთი გამოდგა, როგორსაც ველოდით - დრამატული და დაძაბული.

A ჯგუფში მადრიდის „ატლეტიკო“ მოსკოვში, „ლოკომოტივს“ ესტუმრა და ვერ მოიგო. არადა, დიეგო სიმეონეს გუნდი აშკარა ფავორიტად განიხილებოდა, უამრავი საგოლე შანსიც ჰქონდა, მაშინ, როდესაც მასპინძლებს მეტოქის კარისკენ ლამის არც გაუხედავთ, მაგრამ ტაბლო უტყუარია - 1:1. ხოსე ხიმენესის დასაწყისშივე გატანილი გოლი სწრაფადვე პენალტით ანტონ მირანჩუკმა გაქვითა და მერე არაფერი შეცვლილა.

ამავე ჯგუფში მიუნხენის „ბაიერნი“ „ზალცბურგს“ ესტუმრა და კიდევ ერთხელ იმარჯვა საჩოგბურთო ანგარიშით - 6:2! თუმცა, საამისო არაფერი ეტყობოდა თამაშს, „ზალცბურგმა“ მედგარი წინააღმდეგობა გაუწია მეტოქეს, საგოლე შანსებიც ჰქონდა, უგებდა კიდეც და თამაშის დასრულებამდე 10 წუთით ადრე ტაბლოზე 2:2 ეწერა, მაგრამ მატჩის ბოლოს გერმანელთა შეჩერება შეუძლებელი გახდა. „ბაიერნმა“ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ამ გუნდისთვის წინაღობა უბრალოდ არ არსებობს. მიუნხენელები 9 ქულით ლიდერობენ ჯგუფს, „ატლეტიკოს“ 4 ქულა აქვს, „ლოკომოტივს“ 2 და „ზალცბურგს“ 1.

B ჯგუფში ცენტრალური თამაში გაიმართა. მოგებების გარეშე მყოფი „რეალი“ და „ინტერი“ ერთმანეთს გაეჯიბრნენ და ახლოს იყვნენ, რომ ისევ გამარჯვების გარეშე ყოფილიყვნენ. კარიმ ბენზემასა და სერხიო რამოსის გოლებით მადრიდელებმა პირველ ტაიმში ორბურთიანი უპირატესობა მიიღეს, თუმცა მცირე ხნით, რადგან ლაუტარო მარტინესმა ნიკოლო ბარელას არანორმალური პასის შემდეგ სხვაობა ანტრაქტამდე შეამცირა. მეორე ნახევარში ანტონიო კონტეს „ინტერი“ უკეთ ირჯებოდა და ივან პერიშიჩმა გათანაბრებაც შეძლო. თუმცა, იტალიელებმა მარცხს თავი მაინც ვერ აარიდეს, რადგან მე-80 წუთზე როდრიგომ გამარჯვების გაიტანა. ამრიგად, „რეალმა“ მოუგებელი სერია დაასრულა და „ინტერს“ ცხრილის ფსკერზე ადგილი გაუცვალა.

დონეცკის „შახტარს“ როგორც ჩანს, „რეალთან“ და „ინტერთან“ ნაჩვენებმა შედეგებმა აწყინა და შინ „გლადბახთან“ საშვილიშვილოდ შერცხვა - 0:6. დავით ხოჭოლავამ შეუცვლელად ითამაშა, მაგრამ რა ხეირი, მისმა გუნდმა 6 უპასუხო გოლი გაუშვა. „გლადბახმა“ ცხადია, ჩემპიონთა ლიგაზე თავის ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით მოიგო. საერთოდაც, მარკო როზეს გუნდი შეტევაში ფანტასტიკურად გამოიყურება და 3 თამაშში 10 ქულა გაიტანა. ჯგუფს სწორედ „გლადბახი“ ლიდერობს 5 ქულით, „რეალს“ და „შახტარს“ 4-4 ქულა აქვთ, ხოლო „ინტერის“ – 2. ბუნებრივია, ძალიან დაძაბული ვითარებაა და მეორე წრეში თითოეულ ქულას ოქრის ფასი ექნება.

C ჯგუფში ტურნირის დაწყებამდეც ვიცოდით, რომ „მანჩესტერ სიტის“ გამჩერებელი არავინ იყო. ინგლისურმა გუნდმა „ოლიმპიაკოსი“ ვარჯიშ-ვარჯიშ 3:0 დაამარცხა და ქულათა მაქსიმუმით ჯგუფის სათავეშია. მარსელის „ოლიმპიკი“ კი აშკარად მოუმზადებელი შეხვდა ჩემპიონთა ლიგას და ზედიზედ მესამედ წააგო, ამჯერად „პორტუსთან“, თანაც უშანსოდ - 0:3.

D ჯგუფში „ლივერპულმა“ იფრინა. მიმდინარე სეზონში იურგენ კლოპის გუნდი თითქოს ისეთი დამაჯერებელი აღარ არის, დაცვაშიც პრობლემები აქვს, მაგრამ ბერგამოში „ატალანტასთან“ ჩავიდა და 5:0 გააცამტვერა. ინგლისელებმა პირველი ტაიმი 2:0 მოიგეს, ხოლო მეორე ტაიმის საწყის 10 წუთში 3(!) გოლი გაიტანეს და იტალიური კლუბი შეარცხვინეს. არადა, მატჩამდე ისე აქო კლოპმა „ატალანტა“, ადამიანი იფიქრებდა, სერიოზული ბრძოლისთვის ემზადებაო... ისევ ბრწყინვალე იყო დიოგო ჟოტა, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა. პორტუგალიელი საოცრად მოერგო ახალ გუნდს და ვინძლო, რობერტო ფირმინოს ძირითადში მოხვედრის პრობლემაც გაუჩნდეს... „ლივერპულს“ 9 ქულ აქვს და ცხადია, ჯგუფიდან გავა. აი, მეორე ადგილისთვის დიდი ბრძოლა იქნება, „ატალანტა“ მტკივნეული მარცხის მიუხედავად, ბრძოლაშია 4 ქულით და 4 ქულა აქვს „აიაქსსაც“, რომელმაც დანიის ჩემპიონი „მიდტიულანდი“ სტუმრად 2:1 დაამარცხა.

ისე, საკმაოდ უცნაური და შეიძლება ითქვას, არასაფეხბურთო ანგარიშები დაფიქსირდა. ყოველშემთხვევაში, ჩემპიონთა ლიგაზე, თან ერთ სათამაშო დღეს ხშირად ნამდვილად არ ფიქსირდება ასეთი ანგარიშები - 0:6, 2:6, 0:5...

Aჯგუფი

„ლოკომოტივი“ – „ატლეტიკო“ 1:1 (1:1) VIDEO

მოსკოვი, RZD არენა

„ლოკომოტივი“ (4-4-2): გილერმე; ჟივოგლიადოვი, რაიკოვიჩი, მურილო, რიბუსი; იგნატიევი, კულიკოვი, კრიხოვიაკი, მირანჩუკი (რიბჩინსკი 89); სმოლოვი (ჟემალეტდინოვი 64), ზე ლუიში

მწვრთნელი: მარკო ნიკოლოჩი

„ატლეტიკო“ (4-3-2-1): ობლაკი; ტრიპიერი, სავიჩი, ხიმენესი, ლოდი; ლორენტე (ვიტოლო 69, ტორეირა 78), საული (კოკე 46), ერერა; კორეა (ლემარი 69), ჟოაო ფელიქსი; სუარესი

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

გოლები: 0:1 ხიმენესი (18), 1:1 მირანჩუკი (25, პენ)

გაფრთხილება: მურილო (29), კრიხოვიაკი (51), რაიკოვიჩი (54), ჟემალედტინოვი (70) - სუარესი (24), საული (44), ლოდი (49)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 3 (1) – 11 (5) ბურთის ფლობა: 40%-60% კუთხურები: 1:9 თამაშგარე: 0:4

მსაჯი: ბენუა ბასტიენი (საფრანგეთი)

„ზალცბურგი“ – „ბაიერნი“ 2:6 (1:2) VIDEO

ზალცბურგი, „რედ ბულ არენა“

„ზალბურგი“ (4-2-3-1): სტანკოვიჩი; კრისტენსენი, რამალიო, ვიობერი, ულმერი; კამარა, იუნუზოვიჩი (ოკუგავა 65); მვეპუ, ბერიშა (ონგუენი 76), შობოშლაი; კოიტა (ოკაფორი 65)

მწვრთნელი: იეს მარში

„ბაიერნი“ (4-2-3-1): ნოიერი; პავარი (სარი 74), ბოატენგი, ალაბა, ერნანდესი; კიმიხი, ტოლისო (მარტინესი 75); გნაბრი (დუგლას კოშტა 90), მიულერი (მუსიალა 90), კომანი (სანე 75); ლევანდოვსკი

მწვრთნელი: ჰანს-დიტერ ფლაკი

გოლები: 1:0 ბერიშა (4), 1:1 ლევანდოვსკი (21, პენ), 1:2 კრისტენსენი (44, ა.გ), 2:2 ოკუგავა (66), 2:3 ბოატენგი (79), 2:4 სანე (83), 2:5 ლევანდოვსკი (88), 2:6 ერნანდესი (90)

გაფრთხილება: კამარა (53), მვეპუ (85) - პავარი (23), გნაბრი (68)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 14 (11) – 15 (9) ბურთის ფლობა: 42%-58% კუთხურები: 10:3 თამაშგარე: 7:2

მსაჯი: დანი მაკეილე (ნიდერლანდები)

B ჯგუფი

„შახტარი“ – „გლადბახი“ 0:6 (0:4) VIDEO

კიევი, ოლიმპიური სტადიონი

„შახტარი“ (4-2-3-1): ტრუბინი; დოდო, ბონდარი, ხოჭოლავა, კორნილენკო; ბარბერანი, ანტონიო; ტეტე, მარლოსი, სოლომონი; ტაისონი

მწვრთნელი: ლუიშ კაშტრუ

„გლადბახი“ (4-3-1-2): სომერი; ლაინერი (ლანგი 82), გინტერი, ელვედი (იანტშკე 82), ბენსაბაინი; ჰოფმანი (ლაზარო 75), კრამერი, ნოიჰაუსი; შტინდლი (ვოლფი 69); პლეა (ტრაორე 82)

მწვრთნელი: მარკო როზე

გოლები: 0:1 პლეა (8), 0:2 ბონდარი (17, ა.გ), 0:2 პლეა (26), 0:4 ბენსაბაინი (44), 0:5 შტინდლი (65), 0:6 პლეა (78)

გაფრთხილება: ხოჭოლავა (46), სოლომონი (63) - ლანგი (89)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 4 (1) – 15 (9) ბურთის ფლობა: 54%-46% კუთხურები: 3:6 თამაშგარე: 0:4

მსაჯი: სერდარ გოზუბუიუკი (ნიდერნალდები)

„რეალი“ – „ინტერი“ 3:2 (2:1) VIDEO

მადრიდი, „ალფრედო დი სტეფანო“

„რეალი“ (4-3-3): კურტუა; ვასკესი, სერხიო რამოსი, ვარანი, მენდი; ვალვერდე, კაზემირო, კროოსი (მოდრიჩი 78); ასენსიო (როდრიგო 64), ბენზემა, აზარი (ვინისიუსი 64)

მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

„ინტერი“ (3-5-2): ჰანდანოვიჩი; დ’ამბროზიო, დე ვრეი, ბასტონი; ჰაკიმი, ბარელა (გალიარდინი 78), ბროჟოვიჩი, ვიდალი (ნაინგოლანი 87), იანგი; ლაუტარო, პერიშიჩი (სანჩესი 78)

მწვრთნელი: ანტონიო კონტე

გოლები: 1:0 ბენზემა (25), 2:0 სერხიო რამოსი (33), 2:1 ლაუტარო (35), 2:2 პერიშიჩი (68), 3:2 როდრიგო (80)

გაფრთხილება: მენდი (48), ვალვერდე (62), კაზემირო(85), კურტუა (90) - ვიდალი (44), ბროჟოვიჩი (51), ბარელა (72)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 10 (7) – 8 (3) ბურთის ფლობა: 52%-48% კუთხურები: 1:4 თამაშგარე: 6:2

მსაჯი: კლემენ ტურპინი (საფრანგეთი)

C ჯგუფი

„პორტუ“ – „მარსელი“ 3:0 (2:0) VIDEO

პორტუ, „დრაგაუ“

„პორტუ“ (4-3-3): მარჩესინი; მანაფა, მბემბა, სარი, სანუსი; ოტავიო (ტარემი 89), ურიბე, ოლივეირა (გრუიჩი 89); კორონა (ვიეიერა 85), მარეგა (რომარიო 88), დიასი (ნაკაჯიმა 75)

მწვრთნელი: სერჟიუ კონსეისაუ

„მარსელი“ (4-4-2): მანდანდა; საკაი, გონსალესი, კალეტა-სარი, ამავი; სანსონი (კუისანსი 65), კამარა (სტროტმანი 82), რონგიე, პაიე (ლუის ენრიკე 65); ტოვინი (აკე 82), ბენედეტო (ჟერმეინი 77)

მწვრთნელი: ანდრე ვილაშ-ბოაში

გოლები: 1:0 მარეგა (4), 2:0 ოლივიეირა (28), 3:0 დიასი (69)

გაფრთხილება: ოლივიეირა (32) - ტოვინი (36), კამარა (58), ამავი (64), გონსალესი (79), სტროტმანი (86)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 6 (4) – 6 (0) ბურთის ფლობა: 41%-59% კუთხურები: 3:6 თამაშგარე: 5:1

მსაჯი: ანტონიო მატეუ (ესპანეთი)

„მანჩესტერ სიტი“ – „ოლიმპიაკოსი“ 3:0 (1:0) VIDEO

მანჩესტერი, „ეტიჰად სთედიუმი“

„მანჩესტერ სიტი“ (4-3-3): ედერსონი; უოლკერი (კანსელუ 82), აკე, ჯონსი, ზინჩენკო; დე ბრუინი (ნმეჩა 85), გუნდოგანი, ფოდენი (როდრი 69); მაჰრეზი (გაბრიელ ჟესუსი 69), ტორესი, სტერლინგი (სილვა 82)

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

„ოლიმპიაკოსი“ (4-3-3): სა; რაფინია, სემედუ, სისე, ჰოლებასი; მ’ვილა, ბუჩალიკასი (პეპე 46), კამარა (მასურასი 73); რანდიელოვიჩი (ბრუმა 46), ელ არაბი (კოკა 76), ვალბუენა (სუდანი 85)

მწვრთნელი: პედრო მარტინში

გოლები: 1:0 ტორესი (12), 2:0 გაბრიელ ჟესუსი (81), 3:0 კანსელუ (90)

გაფრთხილება: კამარა (55)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 12 (6) – 2 (1) ბურთის ფლობა: 54%-46% კუთხურები: 7:2 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: კარლოს დელ სერო (ესპანეთი)

D ჯგუფი

„ატალანტა“ – „ლივერპული“ 0:5 (0:2) VIDEO

ბერგამო, „გევის სთედიუმი“

„ატალანტა“ (3-4-1-2): სპორტიელო; ტოლოი, ჯიმშიტი, პალომინო; ჰატებური (დეპაოლი 81), პაშალიჩი (მალინოვსკი 63), ფროილერი, მოიიცა (რუჯერი 81); გომესი (ლამერსი 81); მურიელი (პესინა 52), ძაპატა

მწვრთნელი: ჯან პიერო გასპერინი

„ლივერპული“ (4-3-3): ალისონი; ალექსანდერ-არნოლდი (ნ. უილიამსი 82), რ. უილიამსი, გომესი, რობერტსონი (კეიტა 65); ჰენდერსონი (მილნერი 66), ჯონსი, ვეინალდუმი (ციმიკასი 82); სალაჰი, ჟოტა (ფირმინო 66), მანე

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

გოლები: 0:1 ჟოტა (16), 0:2 ჟოტა (33), 0:3 სალაჰი (47), 0:4 მანე (49), 0:5 ჟოტა (55)

გაფრთხილება: ვეინალდუმი (21), ჯონსი (21)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 8 (6) – 13 (12) ბურთის ფლობა: 45%-55% კუთხურები: 5:7 თამაშგარე: 3:2

მსაჯი: ოვიდუ ჰატეგანი (რუმინეთი)

„მიდტიულანდი“ – „აიაქსი“ 1:2 (1:2) VIDEO

მიდტიულანდი, MCH არენა

„მიდტიულანდი“ (4-2-3-1): ანდერსენი; ანდერსონი (კოოლსი 64), სვიატჩენკო, შოლცი, პაულინიო; ონიეკა, კაუსტე (ფერეირა 81); დრეიერი (კრაევი 75), სისტო, მაბილი; კაბა (ვიბე 81)

მწვრთნელი: ბრაინ პრისკე

„აიაქსი“ (4-3-3): ონანა; მაზრაუი (კლაიბერი 77), შუურსი (ალვარესი 60), მარტინესი, ტალიაფიკო; ეკელენკამპი (კლაასენი 46), ბლინდი, გრავნბერხი; ანტონი (ტრაორე 90), ტადიჩი, პრომესი

მწვრთნელი: ერიკ ტენ ჰაგი

გოლები: 0:1 ანტონი (1), 0:2 ტადიჩი (13), 1:2 დრეიერი (18)

გაფრთხილება: ვიბე (84) - შუურსი (25)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 7 (4) – 5 (4) ბურთის ფლობა: 45%-55% კუთხურები: 3:3 თამაშგარე: 1:4

მსაჯი: რობერტ მადენი (შოტლანდია)

0.114951