ფეხბურთი

21:48 | 3.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ლოკომოტივმა" "საბურთალო" უკან მოიტოვა

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-13 ტურში თბილისური დერბი შედგა, სადაც „ლოკომოტივმა“ „საბურთალოს“ უმასპინძლა. ეს შეხვედრა გარდა სატურნირო ცხრილისა, სხვა ინტრიგითაც გამოირჩეოდა - მთავარი მწვრთნელების დაპირისპირება.

გიორგი ჭიაბრიშივლი და ლევან კორღალიძე ყოფილგუნდებს დაუპირისპირდნენ. თამაში „ლოკომ“ უკეთ ჩაატარა და 3 ქულაც მოიპოვა.

პირველ ტაიმში ომარ იმრანმა გახსნა ანგარიში და მასპინძლებმა 1:0 მოიგეს, ხოლო მატჩის მიწურულს გიორგი იაკობიძემ სხვაობა ორამდე გაზარდა. ბოლოსკე გურეშიძის ავტოგოლით სტუმრებმა ერთი ბურთი გაქვითეს, მაგრამ მაინც დამარცხდნენ.

„ლოკომოტივმა“ ამ გამარჯვებით 22 ქულა დააგროვა და „საბურთალოს“ სატურნირო ცხრილში გადაასწრო. თანაც, ჭიაბრიშვილის გუნდს ორი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული და გაცილებით კარგ სიტუაციაშია სეზონის ფინიშზე, ვიდრე მისი კონკურენტები, ვინც ევროპა ლიგის საგზურისთვის იბრძვიან.

„ლოკომოტივი“ – „საბურთალო“ 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 იმრანი (30), 2:0 იაკობიძე (83), 2:1 გურეშიძე (90, ა.გ)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12111