ფეხბურთი

19:25 | 3.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

კვარაცხელიას გოლი ოქტომბრის თვის საუკეთესო გოლებშია (+VIDEO)

ყაზანის „რუბინის“ ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის პრემიერლიგის ოქტომბრის თვის საუკეთესო გოლზეა წარდგენილი.

გროზნოს „ახმატთან“ ხვიჩამ ჩინებული სოლორეიდით გაიტანა და ეს გოლი თვის საუკეთესო გოლებშია ნომინირებული.

კვარცხელიას მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 13 მატჩში რუსეთის ჩემპიონატში 2 გოლი, 2 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი აქვს საკუთარ ანგარიშზე ჩაწერილი. აქვე გეტყვით, რომ ოქტომბრის საუკეთესო გოლებში კონსტანტინ მარადიშვილიც გოლიც მოხვდა, რომელიც რუსეთის მოქალაქეა და მოსკოვის ცსკა-ს ღირსებას იცავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127495