თამაშგარე

13:24 | 3.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

კორალ სიმანოვიჩის წარსული და მომავალი

სერხი რობერტოს მეუღლე, მოდელი კორალ სიმანოვიჩი ეს ორი წელია რაც განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. ამ დაშხოშიანი ასულის პოპულარობა სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, “ინსტაგრამის“ გვერდის მომწონებელთა რაოდენობითაც ნათლად ჩანს, რამაც უკვე მილიონს გადააჭარბა.

კორალ სიმანოვიჩი ერთობ უცნაური წარსულის ადამიანიცაა. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-შია დაბადებული, ისრაელის მოქალაქე გახლავთ და ბედის ირონიით ისრაელის ჯარშიც კი მოუწია მსახური. როგორც იცით, ისრაელი ის ქვეყანაა, სადაც ჯარში ბიჭებთან ერთად გოგონებიც მიჰყავთ და გამონაკლისი ცხადია არც ეს გოგო ყოფილა.

რაც შეეხება პროფესიაში წარმატებებს - სერხი რობერტოს ცოლი არც ამ მხრივ უჩივის ბედს. კორალი არაერთ ცნობილ სააგენტოსთან თანამშრომლობდა და მსოფლიოში გავრცელებულ კორონა-პანდემიას რომ არ შეეშალა ხელი, გასული წელი შესძლოა მის სამოდელო კარიერაში გადამწყვეტად მნიშვნელოვანიც კი ყოფილიყო.

0.168828