ფეხბურთი

10:25 | 3.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

დიდი ხნის მეგობრების პირველი დაპირისპირება და 3 ქულის მაღალი ფასი

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში დღეს, ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის რვა მატჩი გაიმართება. ყველაზე დიდ ინტერესს ცხადია მონატრებული დუელი იწვევს - „რეალი“ „ინტერის“ წინააღმდეგ. დიდი სანახაობაა მოსალოდნელი ბერგამოში, „ატალანტასა“ და „ლივერპულის“ მატჩისგანაც.

A ჯგუფში ფავორიტები სტუმრად ითამაშებენ. მოქმედი ჩემპიონი მიუხენის „ბაიერნი“ მეზობლად, ავსტრიაში „ზალცბურგს“ სტუმრობს, რომელიც სახლში ანგარიშგასაწევი ძალაა, მაგრამ რამდენად შეძლებს დაუნდობელი „ბაიერნისთვის“ პრობლემების შექმნას, ეს საკითხავია. მიუნხენური გიგანტი კვლავინდებურად დიდებულ ფორმაშია და მეტოქეებს ერთი-მეორის მიყოლებით ამარცხებს. „ზალცბურგმა“ კი წინა ტურში „ატლეტიკოსთან“ მაგრად იბრძოლა, მაგრამ ბოლოს მაინც წააგო და კინკილა ქულით იწონებს თავის. ამიტომ, ავსტრიელებს უკან დასახევი გზა მოჭრილი აქვთ.

მადრიდის „ატლეტიკო“ კი მოსკოვში, „ლოკომოტივს“ სტუმრობს, რომელმაც სხვათა შორის, საწყის ორ ტურში ურიგო შთაბეჭდილება არ დატოვა. ჯერ „ზალცბურგთან“ სტუმრად ქულას გამორჩა და მერე შინ თვით „ბაიერნთან“ ბოლომდე იბრძოლა, ბოლსკენ გაუშვა და 1:2 წააგო. „ატლეტიკო“ გამარჯვების შემთხვევაში პლეი-ოფისკენ დიდ ნაბიჯს გადადგამს, ხოლო „ლოკომოტივი“ მარცხის შემთხვევაში პირიქით, პრაქტიკულად შანს დაკარგავს.

B ჯგუფში დონეცკის „შახტარი“ „გლადბახს“ მასპინძლობს. საწყის ორ ტურში ორივე გუნდმა ფავორიტებთან შესანიშნავად ითამაშეს და ყველა გააოცეს. ამდენად, დღევანდელი დაპირისპირება კიდევ უფრო დამაინტრიგებელია - საინტერესოა, როგორ ითამაშებენ ისინი ერთმანეთში. მით უფრო იმის ფონზე, რომ ორივე გუნდმა „რეალთან“ და „ინტერთან“ მარცხი არ განიცადეს. გეტყვით, რომ უეფას ვარაუდით, დავით ხოჭოლავა ძირითად შემადგენლობაში იქნება.

აი, ამ ჯგუფის მეორე თამაში კი დღის და ზოგადად, ტურის ცენტრალური დაპირისპირებაა. შესაძლოა, ახალი თაობის ქომაგებს არ ახსოვდეთ, მაგრამ სტაჟიან გულშემატკივარს უსათუოდ ეხსომება „რეალისა“ და „ინტერის“ დიდი დაპირისპირებები. ჯერ კიდევ 60-იან წლებში ეს გუნდები ჩემპიონთა თასის ფინალში ერთხელ და ნახევარფინალებში რამდენჯერმე შეხვდნენ. მერე უკვე 80-იანი წლების შუაში სამჯერ, უეფას თასსა და თასების მფლობელთა თასზე არკვევდნენ მიყოლებით ურთიერთობას, ნახევარფინალებსა და ერთხელ მეოთხედფინალში. ბოლოს კი 1998 წელს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე შეხვნდენ. „ინტერს“ ურთიერთშეხვედრებში მცირე უპირატესობა აქვს 7 გამარჯვება 6 მარცხის საპირწონედ და ორჯერაც ფრე დაფიქსირდა. სხვათა შორის, ორვე ფრე მილანში იყო, მადრიდში გამარჯვებული აუცილებლად ირკვევა. წინა 7 მატჩიდან ესპანეთის დედაქალაქში „ინტერმა“ ერთი მოიგო, „რეალმა“ – 6.

ორივე გუნდისთვის ეს თამაში ძალზე მნიშვნელოვანია. იცით, რომ იტალიელებმაც და ესპანელებმაც მძიმედ დაიწყეს და ჯერაც არ მოუგიათ ჯგუფში თამაში. ამრიგად, 3 ქულა ძვირად ფასობს და მარცხი შესაძლოა უმძიმეს დარტყმა გამოდგეს. ზინედინ ზიდანი და ანტონიო კონტეც პირველად უპირისპირდებიან ერთმანეთს. ახალი თაობის ორი ძალიან მაგარი ტაქტიკოსი და სპეციალისტი. ორივეს იტალიური სკოლა აქვს გავლილი, ისინი ხომ „იუვენტუსში“ წლების განმავლობაში მხარდამხარ თამაშობდნენ და კარგი მეგობრებობაც აკავშირებთ. ასე, რომ „რეალი“ „ინტერის“ დუელი ძალიან მაგარი უნდა გამოდგეს,რაც მთავარია, მაღალი ხარისხის ფეხბურთს ველით.

C ჯგუფში „მანჩესტერ სიტი“ აშკარა ფავორიტია და წესით, პეპ გვარდიოლას გუნდმა პლეი-ოფში გასვლა ოფლდაუღვრელად უნდა შეძლო. ინგლისელები ზედიზედ მესამე თამაშის მოგებას შინ „ოლიმპიაკოსთან“ ეცდებიან და ალბათ, არც გაუჭირდებათ. მეორე თამაში უფრო პრინციპულად მოსჩანს, მაგრამ ფავორიტი აქაც მასპინძელია, „პორტუ“ „მარსელს“ დაუხვდება, რომელიც უქულოდაა.

D ჯგუფში ამსტერდამის „აიაქსი“ პირველი გამარჯვების მოპოვებას დებიუტანტ, დანიის მოქმედ ჩემპიონ „მიდტიულანდთან“ ეცდება. თუმცა, ერიკ ტენ ჰაგის გუნდში დიდი პრობლემებია, რადგან 11 ფეხბურთელს კორონავირუსი აღმოაჩნდა და ისინი ამსტერდამში დარჩნენ. სწორედ ამის გამო, დღეს „აიაქსის“ კარს რიგით მესამე მეკარე დაიცავს - ანდრე ონანასა და მარტენ სტეკელენბურგს ვირუსი აქვთ და იზოლაციაში არიან. ასეა თუ ისე, „აიაქსი“ მაინც გამოკვეთილი ფავორიტია.

პარალელურად, ბერგამოს „ატალანტა“ „ლივერპულს“ მასპინძლობს და მაგარი აფიშა აქვს ამ თამაშს. იურგენ კლოპმა მატჩამდე თქვა, რომ „ატალანტასგან“ ბევრი რამის სწავლა შეიძლება და იტალიური მეტოქე ძალიან აქო, რაც ცხადია, ამ პატარა გუნდის ბოლოდროინდელი წარმოუდგენელი შედეგების დამსახურებაა. თავის მხრივ, ჯან პიერო გასპერინის აზრით, „ლივერპულთან“ ორჯერ თამაში ფუნდამენტურია მისი გუნდის განვითარებისთვის, რადგან „წითლებს“ მსოფლიოში საუკეთესო გუნდად მიიჩნევს. იტალიელთა კოლუმბიელი ბომბარდირი დუვან ძაპატა თანაგუნდელების სიძლიერეში დარწმუნებულია და აღნიშნა, რომ „ლივერპულის“ დაცვას ადვილი დღე არ ექნება. ეს ალბათ, ასეც იქნება, რადგან „ატალანტას“ მართლაც კარგი შეტევა ჰყავს, „ლივერპულის“ დაცვაში კი პრობლემებია. ცნობისთვის, „ლივერპული“ თუ მოიგებს, ვადაზე ადრე პრაქტიკულად ყველა კითხვის ნიშანს გააქრობს ჯგუფიდან გასვლასთან დაკავშირებით, თავის მხრივ, „ატალანტა“ გამარჯვების შემთხვევაში პირველ ადგილზე გადაინაცვლებს.

A ჯგუფი

„ლოკომოტივი“ – „ატლეტიკო“

„ლოკომოტივი“ (4-3-3): გილერმე; ჟივოგლიადოვი, რაიკოვიჩი, მურილო, რიბუსი; იგნატიევი, კულიკოვი, კრიხოვიაკი; მირანჩუკი, სმოლოვი, ზე ლუიში

„ატლეტიკო“ (4-4-2): ობლაკი; ტრიპიერი, სავიჩი, ფელიპე, ლოდი; კორეა, საული, ლორენტე, კოკე; სუარესი, ჟოაო ფელიქსი

„ზალცბურგი“ – „ბაიერნი“

„ზალცბურგი“ (4-4-2): სტანკოვიჩი; ულმერი, ვიობერი, რამალიო, კრისტენსენი; შობოშლაი, იუნუზოვიჩი, კამარა, მვეპუ; კოიტა, ბერიშა

„ბაიერნი“ (4-2-3-1): ნოიერი; პავარი, ბოატენგი, ალაბა, ერნანდესი; კიმიხი, ტოლისო; გნაბრი, მიულერი, კომანი; ლევანდოვსკი

B ჯგუფი

„შახტარი“ – „გლადბახი“

„შახტარი“ (4-3-3): ტრუბინი; დოდო, ბონდარი, ხოჭოლავა, კორნილენკო; ნატონიო, მარლოსი, მაიკონი; ტეტე, ტაისონი, სოლომონი

„გლადბახი“ (4-2-3-1): სომერი; ლაინერი, ელვედი, გინტერი, ბენსაბაინი; კრამერი, ნოიჰაუსი; ჰოფმანი, შტინდლი, ტურამი; პლეა

„რეალი“ – „ინტერი“

„რეალი“ (4-3-3): კურტუა; ვასკესი, ვარანი, რამოსი, მენდი; ვალვერდე, კაზემირო, კროოსი; ასენსიო, ბენზემა

„ინტერი“ (3-5-2): ჰანდანოვიჩი; დ’ამბროზიო, დე ვრეი, ბასტონი; ჰაკიმი, ბარელა, ბროჟოვიჩი, ვიდალი, იანგი; მარტინესი, პერიშიჩი

C ჯგუფი

„მანჩესტერ სიტი“ – „ოლიმპიაკოსი“

„მანჩესტერ სიტი“ (4-3-3): ედერსონი; უოლკერი, რუბენ დიაში, აკე, კანსელუ; გუნდოგანი, როდრი, დე ბრუინი; მაჰრეზი, ტორესი, სტერლინგი

„ოლიმპიაკოსი“ (4-3-3): სა; რაფინია, სემედუ, სისე, ჰოლაბასი; მ’ვილა, ბუჩალაკისი, კამარა; ვალბუენა, ელ არაბი, მასურასი

„პორტუ“ – „მარსელი“

„პორტუ“ (4-5-1): მარჩესინი, მანაფა, ლეიტე, მბემბა, ზაიდუ; ოლივეირა, ურიბე, კორონა, ოტავიო, დიასი; მარეგა

„მარსელი“ (4-3-3): მანდანდა; საკაი, ალვარო, კალეტა-სარი, ამავი; რონგიე, კამარა, სანსონი; ტოვინი, ბენედეტო, პაიე

D ჯგუფი

„მიდტიულანდი“ – „აიაქსი“

„მიდტიულანდი“ (4-5-1): ანდერსენი, ანდერსონი, სვიატჩენკო, შოლცი, პაულინიო; ონიეკა, კაუსტე, დრეირი, სისტო, მაბილი; კაბა

„აიაქსი“ (4-3-3): შერპენი; მაზრაუი, შურსი, მარტინესი, ტალიაფიკო; ეკელენკამპი, ბლინდი, პრომესი; ნერეში, ტრაორე, ანტონი

„ატალანტა“ – „ლივერპული“

„ატალანტა“ (3-4-1-2): გოლინი; ტოლოი, პალომინო, ჯიმშიტი; დეპაოლი, პაშალიჩი, ფროილერი, მოიიცა; გომესი; ძაპატა, მურიელი

„ლივერპული“ (4-3-3): ალისონი; ალექსანდერ-არნოლდი, გომესი, უილიამსი, რობერტსონი; ვეინალდუმი, ჰენდერსონი, მილნერი; სალაჰი, მინამინო, ჟოტა

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.136966