ფეხბურთი

22:51 | 2.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვაკო გვილიას საგოლე პასი ექსტრაკლასაში (+VIDEO)

პოლონეთის ექსტრაკლასას მეექვსე ტურში ვარშავის „ლეგია“ სტუმრად პოზნანის „ვარტას“ დაუპირისპირდა და 3:0 დაამარცხა. ვაკო გვილია ძირითად შემადგენლობაში იყო და საგოლე პასი შეასრულა.

ქართველმა ნახევარმცველმა მე-60 წუთამდე ითამაშა, ხოლო 23-ე წუთზე მისი პასის შემდეგ ფილიპ მლადენოვიჩმა გაიტანა. ვარშაველებმა სამივე გოლი პირველ ტაიმში გაიტანეს.

გვილიას მიმდინარე სეზონში 7 მატჩი აქვს ჩატარებული და გოლი არ გაუტანია. „ლეგია“ კი 16 ქულით მესამე ადგილზეა და ლიდერ „რაკოვს“ 3 ქულა აშორებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131038