ფეხბურთი

18:58 | 2.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი: "კონტე ჩემზე ყოველთვის შთაბეჭდილებას ახდენდა"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა მილანის „ინტერთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. ესპანელი სპეციალისტის განცხადებით, ეს თამაში ფინალის ტოლფასია.

„ჩვენთვის ეს ფინალია და მხოლოდ ამ მატჩზე ვფიქრობთ, არა იმაზე რა მოხდება თამაშის შემდეგ. ველოდები გუნდს, რომელიც ყველაფერს გააკეთებს. ჩემს მომავალზე არ ვფიქრობ, არამედ მხოლოდ გამარჯვებაზე.

კონტე? როდესაც ის „იუვენტუსის“ კაპიტანი იყო, ძალიან მნიშვნელოვანი იყო გუნდისთვის, ჩემთვის ლოგიკურია, რომ მან სამწვრთნელო კარიერა დაიწყო. კარგი ურთიერთობა გვაქვს, ის ჩემზე ყოველთვის შთაბეჭდილებას ახდენდა“, - თქვა ზიდანმა.

შეგახსენებთ, ზინედინ ზიდანი და ანტონიო კონტე „იუვენტუსში“ 1996-2001 წლებში თამაშობდნენ. „რეალს“ ჯგუფში 1 ქულა აქვს, „ინტერს“ 2 და ამ გუნდების დაპირისპირება 3 ნოემბერს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114175