თამაშგარე

15:54 | 2.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჯოანა კუპერი - ჩრდილოეთ ირლანდიელთა თილისმა

ლათინოამერიკელი ლამაზმანები ჩვენს პლანეტაზე განსაკუთრებულები არიან და სწორედ ამიტომაც, ამ რუბრიკაში იმდენი ბრაზილიელი და არგენტინელი გოგონები წარმოგიდგინეთ, რომ სულ გამოგვრჩა ისეთი ხელიხელსაგოგმანები ალაგი, როგორიც მაგალითად ჩრდილოეთ ირლანდიაა. არადა, არც ირლანდიელ გოგონებს დაეწუნებათ რამე...

მაშ ასე, წარმოგიდგენთ ჩრდილოეთ ირლანდიის საფეხბურთო ნაკრების თილისმას, მოდელ ჯოანა კუპერს, რომელიც ბელფასტში იშვა და ახლა მისი მოღვაწეობის არეალს ლონდონი წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, ეს გოგო ყოველთვის იცლის თანამემამულეთა საგულშემატკივროდ და მათთვის სათილისმოდაც.

ჯოანა კუპერმა უკვე ხუთი წელია, რაც თანამემამულე და არამხოლოდ ჩრდილოეთ ირლანდიელ მამრებს დაუკარგა მასთან თანაყოფის სურვილი. სწორედ ამდენი ხანია რაც კუპერი გათხოვილი ქალი გახლავთ და ერთი შვილიც ყავს. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ განსაკუთრებული თავაშვებულობით ეს გოგო არც ადრე გამოირჩეოდა.

0.117657