ფეხბურთი

0:47 | 1.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ორხელისუფლიანობა ბუნდესლიგაში

გერმანიის ბუნდესლიგაში ლიდერი შეიცვალა და ორხელისუფლიანობა დამყარდა. მეექვსე ტურში აწ უკვე ყოფილი ლიდერი „ლაიფციგი“ მიონხენგლადბახის „ბორუსიას“ ესტუმრა და მარცხი განიცადა, რაც ლიდერობის დაკარგვის ფასად დაუჯდა.

იულიან ნაგელსმანის გუნდი აქამდე დაუმარცხებელი იყო, მაგრამ „გლადბახთან“ ვერაფერი გააწყო და 0:1 წააგო. შედეგად, 13 ქულა დარჩა და მესამე ადგილზე დაქვეითდა.

„ლაიფციგს“ „ბაიერნმა“ და „დორტმუნდმა“. ჰანს-დიტერ ფლიკის გუნდი სტუმრად „კიოლნს“ დაუპირისპირდა და პირველივე ტაიმში ტომას მიულერისა და სერჟ გნაბრის გოლებით მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვა, რომელიც ხელიდან აღარ გაუშვია, მიუხედავად იმისა, რომ „თხებმა“ მატჩის მიწურულს ერთი ბურთი გაქვითეს. „ბაიერნმა“ 15 ქულა მოუყარა თავი და ლიდერის პოზიციას „დორტმუნდს“ უყოფს.

ლუსიენ ფავრის გუნდმა ბილიფელდში, „არმინიას“ დამაჯერებლად 2:0 მოუგო. მეორე ტაიმში დუბლით თავი მატს ჰუმელსმა გამოიჩინა და მატჩის გმირი გახდა.

შაბათს კიდევ ორი მატჩი იყო. „აუგსბურგმა“ შინ „მაინცი“ დაამარცხა და ევროზონაში შევიდა, ხოლო ფრანკფურტის „აინტრახტი“ ბრემენის „ვერდერთან“ მარცხს ანდრე სილვამ გადაარჩინა.

„კიოლნი“ – „ბაიერნი“1:2 (0:2)

გოლები: 0:1 მიულერი (13, პენ), 0:2 გნაბრი (45), 1:2 დრაქსლერი (82)

„არმინია“ – „დორტმუნდი“ 0:2 (0:0)

გოლები: 0:1 ჰუმელსი (53), 0:2 ჰუმელსი (71)

„აუგსბურგი“ – „მაინცი“ 3:1 (1:0)

გოლები: 1:0 ვარგასი (40), 1:1 ონისივო (64), 2:1 ჰანი (80), 3:1 ჰანი (90)

„აინტრახტი“ – „ვერდერი“ 1:1 (0:0)

გოლები: 0:1 სარგენტი (51), 1:1 ანდრე სილვა (65)

„გლადბახი“ – „ლაიფციგი“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ვოლფი (60)

თეგებიბუნდესლიგა
0.115376