ფეხბურთი

21:46 | 28.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ანორთოსისმა" გიორგი ქვილითაიას გოლით მოიგო (+VIDEO)

კვიპროსის ჩემპიონატში ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ მეხუთე ტურის გამოტოვებული მატჩი სტუმრად „ეთნიკოსთან“ გამართა და მატჩი გმირი გიორგი ქვილითაია გამოდგა, რომელმაც გამარჯვების გოლი გაიტანა.

ძირითად შემადგენლობაში თემურ ქეცბაიამ ამჯერად მხოლოდ მურთაზ დაუშვილი გაამწესა, გიორგი ლორია საერთოდ განაცხადშიც არ იყო, ხოლო გიორგი ქვილითაია 57-ე, თორნიკე ოქრიაშვილი და კი 66-ე წუთიდან ჩაერთვნენ თამაშში.

მატჩის ერთადერთი გოლი ქვილითაიამ 69-ე წუთზე გაიტანა და ფამაგუსტელებს უნიშვნელოვანესი გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა. ქართველ ფორვარდს კვიპროსის ჩემპიონატის 5 მატჩში 3 გოლი დაუგროვდა, ხოლო ყველა ტურნირის ჩათვლით 6 თამაშში თავი 4-ჯერ გამოიჩინა.

„ანორთოსისმა“ 8 ტურის თავზე 19 ქულა დააგროვა და ლიდერობას „აპოლონთან“ ერთად იყოს, მაგრამ კონკურენტს თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. ქართველების გუნდი მომდევნო შეხვედრას 1 ნოემბერს, სტუმრად „კარმიოტისასთან“ გამართავს.

0.152406