ფეხბურთი

19:58 | 28.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

კრაუჩი: "ბეილს "ტოტენჰემში" დრო სჭირდება"

ინგლისის ეროვნული ნაკრების და ლონდონის "ტოტენჰემის" ყოფილმა ფეხბურთელმა პიტერ კრაუჩმა განაცხადა, რომ "მამლების" რიგებში დაბრუნებულ გარეტ ბეილს ფორმაში შესასვლელად დრო სჭირდება.

"ბეილმა უნდა მოუმატოს, თუმცა ის მსოფლიო დონის ფეხბურთელია. ნელ-ნელა ფეხბურთელი ფორმაში შევა და ეს დიდი ბონუსი იქნება "ტოტენჰემისთვის". თუ ასეთი ტიპის ფეხბურთელს თამაში სურს და ვარჯიშებზე ბედნიერია, მაშინ გუნდს ტოპ მოთამაშე დაემატება." - ციტირებს Sky Sports-ი ბეილის სიტყვებს.

გარეტ ბეილი მადრიდის "რეალმა" ლონდონის "ტოტენჰემში" გაანათხოვრა. ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში მხოლოდ ორჯერ მოირგო "მამლების" მაისური.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10985