ფეხბურთი

17:02 | 28.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბენზემა ვინისიუსის წინააღმდეგ: "მას პასი აღარ მისცეთ, ჩვენს წინააღმდეგ თამაშობს" (+VIDEO)

მადრიდის „რეალში“ კარიმ ბენზემა ვინისიუს ჟუნიორის წინააღმდეგაა. როგორც RMC Sport-ი იტყობინება, ფრანგმა ფეხბურთელმა „გლადბახთან“ მატჩის შესვენებაზე ფერლან მენდი დაარიგა, რომ ვინისიუსისთვის პასი აღარ მიეცა.

აღნიშნულმა წყარომ „ბორუსია პარკის“ გვირაბში ფრანგი ფეხბურთელების საუბარი გაშიფრა, სადაც ბენზემა მენდის ეუბნება:

„ძმაო, მას პასი აღარ მისცე. დედას გეფიცები, ჩვენს წინააღმდეგ თამაშობს“, - ამბობს კარიმი.

მეორე ტაიმი ვინისიუსმა კიდევ უფრო ცუდად ჩაატარა, ვიდრე პირველი და 70-ე წუთზე ზინედინ ზიდანმა შეცვალა კიდეც. „რეალი“ კი „გლადბახთან“ 87-ე წუთამდე 0:2-ს აგებდა, მაგრამ საბოლოოდ ქულის მოპოვება მაინც შეძლო.

0.140572