სხვა

13:13 | 28.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი გაუქმდა

ევროპის ხელბურთის ფედერაციამ პანდემიის გამო გააუქმა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი, რომელიც 2021 წლის იანვარში იყო დანიშნული, ხოლო ჭაბუკთა ჩემპიონატი აგვისტოში გადაიტანა.

ორივე ეს შეჯიბრება 2020 წლის ზაფხულში უნდა გამართულიყო, მაგრამ კოვიდ-პანდემიის გამო იანვრისთვის გადაიდო. საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს უნდა ეთამაშა ლატვიაში, ხოლო 18-წლამდელებს - მაკედონიაში. მაკედონიაში ტურნირი 2021 წლის 15-22 აგვისტო გაიმართება, მონაწილეთა ასაკი კი იგივეა: 2002 წელს და შემდეგ დაბადებულები.

ევროპის ფედერაციამ გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ უფროსი ასაკის, 2000 წელს დაბადებული ხელბურთელების უმეტესობა უკვე თამაშობს პროფესიონალურ კლუბებში, ხოლო ჭაბუკთა ჩემპიონატის გაუქმება მათი ორი სეზონით საერთაშორისო პრაქტიკის გარეშე დატოვებას ნიშნავდა.

რაც შეეხება მსოფლიოს 2021 წლის 19 და 21-წლამდელთა ჩემპიონატებზე ევროპიდან შესარჩევ გუნდებს - ამის შესახებ გადაწყვეტილებას EHF ცალკე მიიღებს და ასაკობრივი ნაკრებების რეიტინგით იხელმძღვანელებს.

დანარჩენი ასაკობრივ ჩემპიონატები, რომლებიც განრიგით 2021 წელს უნდა გამართულიყო, დათქმულ დროს გაიმართება. 2021 წელს 17-წლამდელ ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატი დანიშნული ივლისში, შვედეთში, 17-წლამდელ გოგონათა ჩემპიონატს აგვისტოში თბილისი უმასპინძლებს, ხოლო 19-წლამდელი გოგონები ივლისში ითამაშებენ იტალიასა ან მაკედონიაში.

ხელბურთი. 2021 წლის ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატები საქართველოს ნაკრებებისთვის

ჭაბუკები, 17წ (2004-05) - 5-9 ივლისი, გოტენბურგი, შვედეთი

ჭაბუკები, 18წ (2002-03) - 15-22 აგვისტო, სკოპიე, მაკედონია

B ჯგუფი: შვეიცარია, უკრაინა, საქართველო, ბოსნია

გოგონები, 17 წ (2004-05) – 7-15 გვისტო, თბილისი, საქართველო

გოგონები, 19წ (2002-03) – 10-18 ივლისი. იტალია ან მაკედონია

დანარჩენი ტურნირების წილისყრა ჯერ არ გამართულა

0.142698