ფეხბურთი

12:24 | 28.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი: "ფრე დავიმსახურეთ და ამ ქულით უნდა ვიამაყოთ"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა „გლადბახთან“ (2:2) მატჩი შეაფასა და განაცხადა, რომ მისმა გუნდმა ფრე დაიმსახურა. „ზიზუს“ აზრით, „რეალმა“ კარგად ითამაშა და შედეგით უნდა იამაყონ.

„შედეგი გუნდის ხასიათზე მეტყველებს. ფრე დავიმსახურეთ და ვფიქრობ, უფრო მეტიც. ძალიან მნიშვნელოვანი ქულაა. რა თქმა უნდა, სატურნირო ცხრილში რთული ვითარებაა, ახლა იმავე ვითარებაში ვართ, როგორც გასულ სეზონში. ფეხბურთელებმა ბოლომდე იბრძოლეს და კარგად ითამაშეს. თუ ასე ვითამაშებთ, ჯგუფურ ეტაპს დავძლევთ.

უნდა ვეცადოთ ვაკონტროლოთ და ვებრძოლოთ დაღლილობას. არ გავჩერებულვართ, რაც არის, ეს არის. ეს წელი ყველასთვის ძალიან რთული იქნება. „გლადბახთან“ შედეგით უნდა ვიამაყოთ, რადგან რთულ მატჩში ქულა ავიღეთ. დიახ, რაღაც გვაკლდა, რადგან ვერ მოვიგეთ, მაგრამ ჩვენი თამაშის გეგმის გვჯეროდა, კარგად ვითამაშეთ და ფრეც დავიმსახურეთ“, - განაცხადა ზიდანმა.

შეგახსენებთ, მადრიდის „რეალს“ ჯგუფში ორი ტურის თავზე ერთადერთი ქულა აქვს და ბოლო ადგილზეა. „სამეფო კლუბი“ მომდევნო ტურში 3 ნოემბერს, მილანის „ინტერს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113093