სხვა

14:31 | 26.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჩოხელის გუნდმა ლიდერობა შეინარჩუნა

მედეა ჩოხელის კუმანოვომ სტუმრად ფრედ, 28-28 ითამაშა სკოპიეს ვარდართან და მაკედონიის ჩემპიონატში ლიდერობა შეინარჩუნა. ჩოხელმა 5 გოლი გაიტანა.

ჩემპიონობისთვის 3 გუნდი იბრძვის. კუმანოვომ აქამდე სტუმრად მოუგო მეტალურგს 30-23, ხოლო წინა ტურში მეტალურგმა ვარდარი დაამარცხა, 28-21. ვარდარ-კუმანოვოს მატჩს გადამწყვეტი იყო პირველი წრის ლიდერის გამოსავლენად.

ჩემპიონთა ლიგის ორგზის ფინალისტმა, ვარდარმა, 19-15 მოიგო პირველი ტაიმი, თუმცა, სტუმრებმა მეორე ტაიმში მოუმატეს და ბოლო წუთზე მილა ტრაიკოვიჩმა გაათანაბრა - 28-28. კუმანოვოში ტრაიკოვიჩის, კიპრიანოვსკას და ჩოხელის სამეულმა ჯამში 20 გოლი გაიტანა, მედეას კი სეზონში 30 შედეგიანი დარტყმა აქვს.

კუმანოვოს 2019 წლის შემოდგომიდან ზედიზედ 23 მატჩი ჰქონდა მოგებული მაკედონიის ჩემპიონატში და პირველი ქულები დაკარგა, თუმცა, ახლა 24-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია აქვს. ქვეყნის ჩემპიონატში 13 გუნდი ჯერ ორწრიან ტურნირს მართავს, 6 საუკეთესო კი ერთმანეთში დაგროვილი ქულებით საჩემპიონო რაუნდში გადადის.

პირველი წრის ბოლომდე კუმანოვოს 3 მატჩი აქვს მაკედონიის ჩემპიონატში: 30 ოქტომბერს გორჩე პეტროვთან, 1 ნოემბერს სტრუგაში და 6 ნოემბერს - გევგელიასთან. ამის შემდეგ გუნდი ჩაებმება ევროპის თასის გათამაშებაში, სადაც 14 და 21 ნოემბერს ეთამაშება უკრაინის გალიჩანკას. გამარჯვებული მერვედფინალში გადის.

25 ოქტომბერი. ვარდარი - კუმანოვო 28-28

კუმ: მიტროვიჩი, იოვანოვსკა - ტრაიკოვიჩი 9, კიპრიანოვსკა 6, ჩოხელი 5, იანკულოვსკა 3, ბორიზოვსკა 3, ივანოვსკა 2, დიმიტრიევსკა, შარანოვიჩი

მაკედონია, ქალთა სუპერლიგა. (მოგება 3 ქულა, ფრე 1, წაგება 0) -- 1. კუმანოვო 25 ქულა (9 თამაში), 2. ვარდარი 22 (9), 3. მეტალურგი 21 (8), 4. ჩაირი 18 (8), 5. სტრუჟანკა 16 (8), 6. გევგელია 13 (8), 7. დესპინა 9 (5), 8. შამპიონი 9 (8), 9. სპარტაკი 6 (8), 10. ოვჩე პოლე 6 (9), 11. გორჩე პეტროვი 3 (8), 12. პელისტერი 0 (4), 13. კუზმან ვარდარი 0 (8)

0.106408