ფეხბურთი

10:27 | 26.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჟორჟ მიქაუტაძის კატასტროფული პენალტი ბელგიაში (+VIDEO)

ბელგიის პროქსიმუს ლიგის მერვე ტურში "სერენმა" "ლომელს" უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. ჟორჟ მიქაუტაძემ ამჯერად მოედანი უგოლოდ დატოვა. თუმცა მორიგი გოლის გატანის იდეალური შანსი ჰქონდა, პენალტი დაარტყა, მაგრამ საშინლად, ბურთი კარს ძალიან დიდი მანძილით ასცდა.

ეს შეცდომა ცხადია ჟორჟის სეზონს ჩრდილს ვერ აყენებს, მას 8 მატჩში 14 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავაში ისევ ძალიან დამაჯერებლად ლიდერობს - უახლოეს მდევარს 7 გოლით უსწრებს! თავის მხრივ, "სერენიც" ლიდერია, 18 ქულით, მაგრამ მეორეადგილოსანთან მხოლოდ ერთქულიანი უპირატესობა გააჩნია. სხვათა შორის, მიქაუტაძემ "ლომელთან" პირველი წრის მატჩში (5:3) პოკერი შეასრულა, მაგრამ ამჯერად იგივე გმირობა ვერ ჩაიდინა.

"სერენი" მომდევნო შეხვედრას 1 ნოემბერს სტუმრად "დეინცესთან" გამართავს, რომელსაც მიქაუტაძემ პირველ წრეში ერთი გოლი "აკმარა"...

0.155404