ფეხბურთი

1:06 | 25.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

კავანიც გამოჩნდა

დღის გვიან მატჩში „ლივერპულმა“ „შეფილდ იუნაიტედს“ უმასპინძლა და ორი მოუგებელი შეხვედრის კვალად, როგორც იქნა, გაიმარჯვა. თუმცა, თავიდან აგებდა. სტუმრები სანდერ ბერგეს ადრეული პენალტით დაწინაურდნენ. დებიუტში „შეფილდი“ უკეთ გამოიყურებოდა, მერსისაიდელები კი ჩემპიონთა ლიგაში „აიაქსთან“ ბრძოლის შემდეგ დამძიმებულიყვნენ. მაგრამ ტაიმის ბოლოსკენ გააქტიურდნენ და ფირმინომ საპასუხოც გაიტანა.

მეორე ტაიმში მასპინძლებმა კიდევ უფრო უმატეს წნეხს. 62-ე წუთზე სალაჰმა შესანიშნავად დაამუშავა ბურთი მეტოქის საჯარიმოში და ლამაზი გოლი გაიტანა, მაგრამ ვარ-მა თამაშგარე დაუფიქსირა. ეგვიპტელმა შემდეგ ძელსაც მოარტყა ბურთი. ამ ეპიზოდებს შორის კი მერსისაიდელთა 45 მილიონგირვანქიანმა პორტუგალიელმა ახალწვეულმა, ჟოტამ ლამაზი თავურით შეაგდო გამარჯვების გოლი - 2:1.

„ლივერპული“ ქულებით გაუთანაბრდა თანაქალაქელ ლიდერ „ევერტონს (13-13 ქულა), მაგრამ ბურთების უარესი სხვაობის გამო ჩამორჩება.

ისევ ვერ გაიმარჯვა „სიტიმ.“ მეტიც, აგებდნენ „ვესტ ჰემთან“ და ჭაბუკი ფოდენის გამათანაბრებელი გოლით გადარჩნენ. ცხადია, ლონდონელებმა მეორე ნომრად თამაში არჩიეს და კონტრშეტევების იმედზე იყვნენ. ერთ ეპიზოდში გაუმართლათ კიდეც. „ქალაქელებს“ კი წვალება მოუხდათ, თუმცა გამარჯვებამდე საქმე ვერ მიიყვანეს. თან ისევ დაუშავდათ სერხიო აგუერო, რომლის ტრავმის სიმძიმესაც მალე შევიტყობთ.

BBC კი გვამცნობს, რომ პრემიერლიგის პირველ ხუთ მატჩში „ქალაქელებმა“ მხოლოდ 8 ქულა მოაგროვეს, რაც ყველაზე ცუდი მაჩვენებელია 2014-15 წლების სეზონის შემდეგ. მაშინ მათი მწვრთნელი მანუელ პელეგრინი იყო. თუმცა, გვარდიოლას ეპოქაშიც ამ ეტაპზე 10 ქულაზე ნაკლები არ ჰქონიათ.

„მანჩესტერ“- „ჩელსისგან“ გულშემატკივრები უკეთეს თამაშს ელოდნენ, მაგრამ დიდი ვერაფერი ბურთაობა გამოვიდა. მასპინძლებს გატანის მეტი შანსი ჰქონდათ. ორჯერ რაშფორდს უნდა შეეგდო, მაგრამ „არისტოკრატთა“ ახალწვეულმა მეკარე მენდიმ კარგად ითამაშა. კოლეგებისგან განსხვავებით. მაგალითად, ვერნერი და ჰავერცი ისეთი უსახურები იყვნენ, რომ ლამპარდმა ისინი დამთავრებამდე 20 წუთით ადრე შეცვალა.

ალბათ ყველაზე გამოსარჩევი მოვლენა ამ მატჩში ედინსონ კავანის მანჩესტერული დებიუტი იყო. ურუგვაელი 58-ე წუთზე გამოჩნდა მინდორზე ლინდელოფის ნაცვლად.

ინგლისი

პრემიერლიგა. 6 ტური. 24 ოქტომბერი

ვესტ ჰემი - სიტი 1:1

ლონდონი. „ლონდონ სთედიუმი.“

1:0 ანტონიო (18), 1:1 ფოდენი (51)

ვესტ ჰემი: ფაბიანსკი, კრესუელი, ბალბუენა, ცოუფალი, ოგბონა, მასუაკუ, ფორნალსი, ბოუენი (ალე 69), სოუჩეკი, რაისი, ანტონიო (იარმოლენკო 52)

მწვრთნელი: დევიდ მოიესი

სიტი: ედერსონი, უოკერი (ზინჩენკო 78), დიაში, კანსელუ, გარსია, გიუნდოგანი, როდრი, სილვა (დე ბრუინი 68), სტერლინგი, აგუერო (ფოდენი 46), მაჰრეზი

მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა

მსაჯი: ენტონი ტეილორი

გაფრთხილება: ცოუფალი (51), ბალბუენა (90+1)

მანჩესტერი - ჩელსი 0:0

მანჩესტერი. „ოლდ ტრაფორდი.“

მანჩესტერი: დე ხეა, ვან-ბისაკა, ლინდელოფი (კავანი 58), მაგუაირი, შოუ, მაკტომინეი (გრინვუდი 83), ფრედი, მატა (პოგბა 58), ფერნანდეში, ჯეიმსი, რაშფორდი

მწვრთნელი: ულე გუნარ სულშერი

ჩელსი: მენდი, ჯეიმსი, ასპილიკუეტა, ტიაგუ სილვა, ზუმა, ჩილუელი, ჟორჟინიო, კანტე, პულიშიჩი (ზიეში 81), ვერნერი (აბრაჰამი 71), ჰავერცი (მაუნტი 72)

მწვრთნელი: ფრენკ ლამპარდი

მსაჯი: მარტინ ატკინსონი

გაფრთხილება: შოუ (39), ფრედი (46), რაშფორდი (76); ჰავერცი (45+1)

ლივერპული - შეფილდი 2:1

ლივერპული. „ენფილდი.“

0:1 ბერგე (12 პენ), 1:1 ფირმინო (41), 2:1 ჟოტა (65)

ლივერპული: ალისონი, ალექსანდერ-არნოლდი, გომესი, ფაბინიო, რობერტსონი, ჰენდერსონი, ვეინალდუმი, მანე, ჟოტა (მილნერი 83), სალაჰი, ფირმინო (მინამინო 83)

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

შეფილდი: რამსდეილი, ეგანი, ბეშემი, ამპადუ, ბოლდოკი, სტივენსი, ბერგე, ოსბორნი, ლუნდსტრამი (მაკგოლდრიკი 76), მაკბერნი, ბრიუსტერი (ბერკი 54)

მწვრთნელი: კრის უაილდერი

მსაჯი: მაიკ დინი

გაფრთხილება: ლუნდსტრამი (3), სტივენსი (66), ბერგე (86)

ფულემი - კრისტალ პალასი 1:2

0:1 რიდევალდი (8), 0:2 ზაჰა (64), 1:2 კერნი (90+5)

გაძევება: კამარა (86 ფულემი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124166