ფეხბურთი

20:45 | 24.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლევანდოვსკის მორიგი ჰეთ - თრიქი

ბუნდესლიგის მე-5 ტურის მატჩში, „ბაიერნმა“ შინ „აინტრახტი“ 5:0 გაანადგურა. მიუნხენელთა შემტევმა, რობერტ ლევანდოვსკიმ ჰეთ - თრიქი გაიფორმა.

პოლონელმა გოლები მე-10, 26-ე და მე-60 წუთებზე გაიტანა. საგოლედ მას კინგსლი კომანმა, იოზუა კიმიხმა და დუგლას კოსტამ უპასეს. მეოთხე ბურთი ლეროი სანემ შეაგდო, მეხუთე კი ჯემალ მუსიალამ.

„ბიერნმა“ 12 ქულა მოაგროვა და მეორე ადგილზე დადგა. ლიდერი კი 13 ქულიანი „ლაიპციგია.“

0.112664