ავტოსპორტი

4:50 | 23.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

„ჰაასი“ ორივე პილოტს გამოცვლის

ფორმულა 1-ის ამერიკულმა გუნდმა „ჰაასმა“ გამოაცხადა, რომ მომავალი სეზონისთვის ორივე პილოტს გამოცვლის. ეს ნიშნავს, რომ ფრანგ რომენ გროჟანს და დანიელ კევინ მაგნუსენს ფორმულა 1-ის გარეთ დარჩენა ემუქრებათ. ვინ დაიკავებს მათ ადგილს, ეს ჯერჯერობით უცნობია.

გროჟან „ჰაასში“ იმ დღიდან ასპარეზობს, რაც გუნდი ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატში ჩაება. ისინ ერთად უკვე მეხუთე სეზონს ატარებენ. მაგნუსენისთვის კი ეს მეოთხე სეზონია „ჰაასში“, რომლისთვისაც კონსტრუქტორთა ჩემპიონტზე საუკეთესო შედეგი მეხუთე ადგილია (2018 წელს). თუმცა ამერიკული საჯინიბოს მონაგარში ჯერ ერთი კვარცხლბეკიც არ შედის.

ფროჟანის და მაგნუსენის შემცვლელად, რამდენიმე კანდიდატურა მოიაზრება. მათ შორის არიან სერხიო პერესი და ნიკო ჰულკენბერგი, ასევე „ფერარის“ აკადემიის კურსანტები, მიკ შუმახერი, კალუმ ილოტი და რობერტ შვარცმანი.

„ჰაასმა“ შარშან მეცხრე ადგილი დაიკავა და ამჯერადაც მეცხრეზეა (10 გუნდს შორის). გუნდს ჯერჯერობით მხოლოდ 3 ქულა აქვს დაგროვილი. ორივე პილოტმა მხოლოდ თითოჯერ შეძლო ტოპ ათეულში რბოლის დასრულება. არადა გროჟანმა 2016 წელს, „ჰაასთან“ ერთად პირველ რბოლაში (ავსტრალია), მეექვსე ადგილი დაიკავა. 2018 წელს მაგნუსენმა ორჯერ (ბაჰრეინსა და ავსტრიაში) შეძლო მეხუთე ადგილის დაკავება, საბოლოოდ კი სეზონი მეცხრე ადგილზე დაასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117585