ფეხბურთი

1:24 | 22.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნი" ისევ სასტიკია, "რეალს" პრობლემები აქვს, "ინტერი" გადარჩა

ჩემპიონთა ლიგის პირველი ტური დასრულდა. მოულოდნელობა მხოლოდ B ჯგუფში მოხდა, სადაც ვერცერთმა ფავორიტმა ვერ მოიგო, თან საშინაო მატჩები.

A ჯგუფში მიუნხენის „ბაიერნმა“ მადრიდის „ატლეტიკოს“ უმასპინძლა და არაფერი განსაკუთრებული არ გვინახავს - გერმანელებმა ჩვეულ სტილში გაილაღეს და მეტოქეს 4 უპასუხო გოლი გაუტანეს. ამ გადმოსახედიდან ისე ჩანს, რომ ჰანსი ფლიკის გუნდის გამჩერებელი არავინაა და ალბათ, მოქმედი ჩემპიონი მიმდინარე სეზონის მთავარი ფავორიტია. კინგსლი კომანი შეუდარებელი იყო, დუბლი შეასრულა და საგოლე პასიც მიითვალა. წარმოუდგენელი გოლი გაიტანა მისმა თანამემამულე კორენტინ ტოლისომ. „ბაიერნი“დაუნდობელია და აქ „ატლეტიკოს“ სისუსტეში არც არაფერია - უბრალოდ „რეკორდმაისტერია“ საშინლად მაგარი გუნდი. ამავე ჯგუფში ავსტრიულმა „ზალცბურგმა“ მოსკოვის „ლოკომოტივს“ უმასპინძლა და იმის მიუხედავად, რომ ფავორიტად მიიჩნეოდა, ვერ მოიგო - 2:2.

B ჯგუფში მადრიდის „რეალმა“ დონეცკის „შახტართან“ რომ წააგო, უკვე გითხარით. დონბასელები პირველი ტაიმის შემდეგ 3:0-ს იგებდნენ და ნაანატრაქტევს ორი გოლი კი გაუშვეს, მაგრამ მაინც მოიპოვეს 3 ქულა და ისტორიული გამარჯვება. კარგია, რომ ფასეულ წარმატებაში დავით ხოჭოლავამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, მან შეუცვლელად ითამაშა და საკმაოდ კარგადაც. მეორე შეხვედრაში „ინტერმა“ „გლადბახს“ უმასპინძლა და წაგებას ბოლო წუთზე გადაურჩა. უგოლო ტაიმის შემდეგ მეორე ნახევარის დასაწყისში რომელუ ლუკაკუმ ანგარიში გახსნა. თუმცა, გერმანელებმა ჯერ გაათანაბრეს და მერე 84-ე წუთზე წინ გასვლაც შეძლეს. ლუკაკუმ 90-ე წუთზე დუბლი შეასრულა და ანტონიო კონტეს გუნდს ქულა მოუტანა.

C ჯგუფში მასპინძლების დღე იყო. „მანჩესტერ სიტი“ „პორტუსთან“ აგებდა, მაგრამ შემდეგ 3 გოლი გაიტანა და მთლიანობაში უპრობლემოდ, დამაჯერებლად იმარჯვა. „ოლიმპიაკოსმა“ კი მარსელის „ოლიმპიკს“ შინ პრინციპულ დუელში 1:0 აჯობა და მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა.

და ბოლოს D ჯგუფში, სადაც ნიკოლას ტალიაფიკოს კურიოზულმა ავტოგოლმა „აიაქსისა“ და „ლივერპულის“ მეტად საინტერესო დაპირისპირების ბედი გადაწყვიტა და იურგენ კლოპის გუნდმა ტურნირი კარგი განწყობით დაიწყო. დებიუტანტმა „მიუდტიულანდმა“ კი ბერგამოს „ატალანტას“ უმასპინძლა და ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწია. იტალიელებმა პირველივე ტაიმში 3 გოლი გაიტანეს და ყველაფერი გაარკვიეს, მატჩის ბოლოს კი უპირატესობა გაზარდეს და 4:0 იმარჯვეს.

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტური სულ მალე, შემდეგ კვირაში გველოდება და საინტერესო დაპირისპირები არ მოგვაკლდება.

A ჯგუფი

„ზალცბურგი“ – „ლოკომოტივი“ 2:2 (1:1)

ზალცბურგი, „რედ ბულ არენა“

„ზალცბურგი“ (4-4-2): სტანკოვიჩი; ვალჩი, რამალიო, ვიობერი, ულმერი; მვეპუ, იუნუზოვიჩი (ოკაფორი 84), კამარა (ოკუგავა 73), შობოშლაი; დაკა, კოიტა (ბერიშა 53)

მწვრთნელი: იეს მარში

„ლოკომოტივი“ (4-4-2): გილერმე; ჟივოგლიადოვი, ჩორლუკა, მურილო, რიბუსი; ჟემალეტდინოვი (კამანო 63), კრიხოვიაკი, კულიკოვი, მირანჩუკი (ლისაკოვიჩი 69); ედერი (ზე ლუიში 69), სმოლოვი (რიბჩინსკი (63)

მწვრთნელი: მარკო ნიკოლოჩი

გოლები: 0:1 ედერი (19), 1:1 შობოშლაი (45), 2:1 იუნუზოვიჩი (50), 2:2 ლისაკოვიჩი (75)

გაფრთხილება: შობოშლაი (41) - კულიკოვი (80)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 11 (7) – 3 (3) ბურთის ფლობა: 53%-47% კუთხურები: 8:3 თამაშგარე: 0:0

მსაჯი: სერდარ გიოზუბიუირუკი (ნიდერლანდები)

„ბაიერნი“ – „ატლეტიკო“ 4:0 (2:0)

მიუნხენი, „ალიანც არენა“

„ბაიერნი“ (4-2-3-1): ნოიერი; პავარი (სარი 74), ზულე, ალაბა, ერნანდესი; გორეცკა (ხავი მარტინესი 83), კიმიხი; მიულერი (დევისი 83), ტოლისო, კომანი (დიეგო კოშტა 73); ლევანდოვსკი (ჩუპო-მოტინგი 83)

მწვრთნელი: ჰანს-დიტერ ფლიკი

„ატლეტიკო“ (4-4-2): ობლაკი; ტრიპიერი, სავიჩი, ფელიპე, რენან ლოდი; ლორენტე (ლემარი 79), ერერა, კოკე (ტორეირა 79(, კარასკო (ვიტოლო 76); სუარესი (კორეა 76), ჟოაო ფელიქსი

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

გოლები: 1:0 კომანი (28), 2:0 გორეცკა (41), 3:0 ტოლისო (66), 4:0 კომანი (72)

გაფრთხილება: ალაბა (5), მიულერი (21) - ლოდი (43), კოკე (44), ერერა (45), ტორეირა (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 12 (5) – 6 (1) ბურთის ფლობა: 59%-41% კუთხურები: 6:7 თამაშგარე: 1:5

მსაჯი: მაიკლ ოლივერი (ინგლისი)

B ჯგუფი

„რეალი“ – „შახტარი“ 2:3 (0:3)

მადრიდი, „ალფრედო დი სტეფანო“

„რეალი“ (4-3-3): კურტუა; მენდი, მილიტაო, ვარანი, მარსელო; ვალვერდე, კაზემირო, მოდრიჩი (კროოსი 70); როდრიგო (ბენზემა 46), იოვიჩი (ვინისიუსი 59), ასენსო

მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

„შახტარი“ (4-2-3-1): ტრუბინი; დოდო, ბონდარი, ხოჭოლავა, კორნილენკო; მარლოსი, მაიკონი; ტეტე, ანტონიო (ვიუნიკი 90), სოლომონი (ვიტაო 90); დენტინიო (სუდაკოვი 86)

მწვრთნელი: ლუიშ კაშტრო

გოლები: 0:1 ტეტე (29), 0:2 ვარანი (33, ა.გ), 0:3 სოლომონი (42), 1:3 მოდრიჩი (54), 2:3 ვინისიუსი (59)

გაფრთხილება: ასენსიო (34), მილიატაო (87) - კორნილენკო (8), ბონდარი (83)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 8 (5) – 7 (6) ბურთის ფლობა: 57%-43% კუთხურები: 7:1 თამაშგარე: 4:1

მსაჯი: სრდიან იოვანოვიჩი (სერბეთი)

„ინტერი“ – „გლადბახი“ 2:2 (0:0)

მილანი, „სან სირო“

„ინტერი“ (3-4-1-2): ჰანდანოვიჩი; დ’ამბროზიო, დე ვრეი, კოლაროვი; დარმიანი, ბარელა, ვიდალი, პერიშიჩი (ბასტონი 79); ერიკსენი (ბროჟოვიჩი (79); ლუკაკუ, სანჩესი (ლაუტარო მარტინესი 46)

მწვრთნელი: ანტონიო კონტე

„გლადბახი“ (4-2-3-1): სომერი; ლაინერი, გინტერი, ელვედი, ბენსაბაინი; კრამერი, ნოუჰაუსი; ჰოფმანი, ემბოლო (ჰერმანი 75), ტურამი (ვოლფი 90); პლეა (შტინდლი 90)

მწვრთნელი: მარკო როზე

გოლები: 1:0 ლუკაკუ (49), 1:1 ბენსაბაინი (63, პენ), 1:2 ჰოფმანი (84), 2:2 ლუკაკუ (90)

გაფრთხილება: დ’ამბროზიო (17), დე ვრეი (65), ჰანდანოვიჩი (82) - კრამერი (68)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 10 (3) – 2 (2) ბურთის ფლობა: 57%-43% კუთხურები: 3:2 თამაშგარე: 2:0

მსაჯი: ბიორნ კუიპერსი (ნიდერლანდები)

C ჯგუფი

„მანჩესტერ სიტი“ – „პორტუ“ 3:1 (1:1)

მანჩესტერი, „ეტიჰად სთედიუმი“

„მანჩესტერ სიტი“ (4-3-3): ედერსონი; უოლკერი, დიაში, გარსია, კანსელუ; სილვა, როდრი (ფერნანდინიო 85, სტოუნსი 90), გუნდოგანი (ფოდენი 68); მაჰრეზი, აგუერო (ტორესი 68), სტერლინგი

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

„პორტუ“ (3-4-2-1): მარჩესინი; სარი (ევანილსონი 80), პეპე, მბემბა; კორონა (ნანუ 77), ოლივეირა, ურიბე, სანუსი (ნაკაჯიმა 77); ვიეიერა (ტარემი 77), დიასი (მანაფა 55); მარეგა

მწვრთნელი: სერჟიუ კონსეისაუ

გოლები: 0:1 დიასი (14), 1:1 აგუერო (20, პენ), 2:1 გუნდოგანი (65), 3:1 ტორესი (73)

გაფრთხილება: უოლკერი (28), სილვა (34), კანსელო (36), გარსია (67), ფერნანდინიო (90) - პეპე (84)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 8 (6) – 6 (2) ბურთის ფლობა: 65%-35% თამაშგარე: 4:2

მსაჯი: ანდრის ტრიემანის (ლატვია)

„ოლიმპიაკოსი“ – „მარსელი“ 1:0 (0:0)

პირეოსი, „კარაისაკი“

„ოლიმპიაკოსი“ (4-2-3-1): სა; რაფინია, სემედუ, ბა, ჰოლებასი; მ’ვილა, ბუჩალაკისი; რანდიელოვიჩი (ფორტუნისი 78), ვალბუენა (სისე 90), მასურასი (კოკა 84); ელ არაბი (ვინაგრე 90)

მწვრთნელი: პედრო მარტინში

„მარსელი“ (4-3-3): მანდანდა; საკაი, გონსალესი, ჩალეტა-სარი, ამავი; რონგიერი, გეიე (სტროტმანი 85), სანსონი (კუიზანსი 77); ტოვინი (ჟერმენი 82), ბენედეტო ( ლუის ენრიკე 77), პაიე (რადონიჩი 76)

მწვრთნელი: ანდრე ვილაშ-ბოაში

გოლი: 1:0 კოკა (90)

გაფრთხილება: კოკა (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 7 (4) – 8 (2) ბურთის ფლობა: 53%-47% კუთხურები: 2:3 თამაშგარე: 7:1

მსაჯი: დანიელე ორსატო (იტალია)

D ჯგუფი

„აიაქსი“ – „ლივერპული“ 0:1 (0:1)

ამსტერდამი, „იოჰან კრუიფ არენა“

„აიაქსი“ (4-3-3): ონანა; მაზრაუი, შუურსი (ჰუნტელაარი 84), მარტინესი, ტალიაფიკო; კლაასენი (ეკელენკამპი 74), ბლინდი (ტრაორე 84), გრავენბეხი; ნერეში (ლაბიადი 74), კუდუსი (პრომესი 9), ტადიჩი

მწვრთნელი: ერიკ ტენ ჰაგი

„ლივერპული“ (4-3-3): ადრიანი; ალექსანდერ-არნოლდი, ფაბინიო, გომესი, რობერტსონი; ჯონსი (ჰენდერსონი 46), ვეინალდუმი, მილნერი (უილიამსი 90); სალაჰი (შაქირი 60), ფიმირნო (ჟოტა 60), მანე (მინამინო 60)

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

გოლი: 0:1 ტალიაფიკო (35, ა.გ)

გაფრთხილება: პრომესი (90) - მილნერი (38), ალექსანდერ-არნოლდი (80)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 10 (4) – 8 (4) ბურთის ფლობა: 47%-53% კუთხურები: 3:9 თამაშგარე: 2:1

მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია)

„მიდტიულანდი“ – „ატალანტა“ 0:4 (0:3)

მიდტიულანდი, MCH არენა

„მიდტიულანდი“ (4-2-3-1): ჰანსენი; ანდერსონი, სვიატჩენკო, შოლცი, პაულინიო; ონიეკა (კრაევი 87), სუსტე (მადსენი 76); დრეიერი, სისტო (ანდერსონი 87), მაბილი (ვიბე 76); კაბა (ფერეირა 60)

მწვრთნელი: ბრაიან პრისკე

„ატალანტა“ (3-4-1-2): სპორტიელო; ტოლოი, რომერო (პალომინო 86), ჯიმშიტი; ჰატებური, დე რუნი, ფროილერი (პესინა 80), გოსენსი; გომესი (პაშალიჩი 68); მურიელი (ილიჩიჩი 68), ძაპატა (მირანჩუკი 80)

მწვრთნელი: ჯან პიერო გასპერინი

გოლები: 0:1 ძაპატა (26), 0:2 გომესი (36), 0:3 მურიელი (42), 0:4 მირანჩუკი (89)

გაფრთხილება: სისტო (74) - რომერო (84)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 9 (3) – 17 (11) ბურთის ფლობა: 52%-48% კუთხურები: 4:5 თამაშგარე: 0:3

მსაჯი: არტურ დიაში (პორტუგალია)

0.115843