ფეხბურთი

10:58 | 21.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

სერჟ გნაბრის კორონავირუსი დაუდასტურდა

მიუნხენის „ბაიერნს“ სერჟ გნაბრი გამოაკლდა. გერმანელ შემტევს კორონავირუსი დაუდასტურდა და თვითიზოლაციაში გადავიდა.

რა თქმა უნდა, გნაბრი „ბაიერნს“ უახლოეს მატჩებში დააკლდება, მათ შორის, დღეს ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში მადრიდის „ატლეტიკოსთან“.

გნაბრი მოედანს მხოლოდ მას შემდეგ დაუბრუნდება, რაც მისი ტესტის პასუხი ორჯერ უარყოფითი იქნება. შეგახსენებთ, დღეს ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული „ატლეტიკოს“ დაუპირისპირდება.

რაც შეეხება გნაბრის, ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში მან 4 მატჩში 3 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111021