კალათბურთი

0:10 | 21.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინმა ჩემპიონთა ლიგის სეზონი MVP-ის ტიტულით გახსნა

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონი შესანიშნავად დაიწყო გიორგი შერმადინმა. ქართველი კალათბურთელის „იბეროსტარ ტენერიფემ“ საკუთარ მოედანზე დანიური „ბაკენ ბიარი“ დიდი ანგარიშით 98:73 დაამარცხა, ხოლო შერმადინი საუკეთესო იყო.

ქართველმა ცენტრმა 21:04 წუთში 26 ქულა, 8 მოხსნა, 3 პასი და 1 დაფარება მიითვალა. გიორგიმ განსაკუთრებით შთამბეჭდავად შეტევაში ითამაშა. მან 13-დან 10 ორქულიანი (76.9%) და 6-დან 6 საჯარიმო (100%) ჩააგდო და მისი მარგი ქმედების კოეიფიციენტი 34-ს გაუტოლდა, რაც ორივე გუნდში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გამოდგა და მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. აღსანიშნავია, რომ შერმადინი 26 ქულითაც ორივე გუნდში საუკეთესო იყო.

„იბეროსტარ ტენერიფე“ ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში 4 ნოემბერს, სტუმრად იტალიურ „სასარის“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11588