ფეხბურთი

20:39 | 20.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ედენ აზარის დაბრუნება ისევ გადაიდო

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველის, ედენ აზარის დაბრუნება გადაიდო. „სამეფო კლუბის“ მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა უკვე დაადასტურა, რომ ბელგიელს „ელ კლასიკო“ გაუცდება. არადა, აქამდე ედენის დაბრუნება სწორედ „ბარსელონასთან“ მატჩში ივარაუდებოდა.

უფრო მეტიც, Marca-ს ინფორმაციით, ედენის ტრავმა გაცილებით სერიოზულია, ვიდრე ამას თავიდან ელოდნენ და ბელგიელი „რეალს“ მხოლოდ ნოემბრის ბოლოს, სანაკრებო პაუზის შემდეგ დაუბრუნდება.

შეგახსენებთ, ედენ აზარი „რეალში“ 2019 წლის ზაფხულში დიდი მოლოდინით გადავიდა, მაგრამ ბელგიელი შემტევი ტრავმებმა გააწამა და დღემდე ვერ მოახერხა თავისი შესაძლებლობის წარმოჩენა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112137