ფეხბურთი

1:59 | 20.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონაში" ქაოსი ისევ გრძელდება

კატალონიის „ბარსელონაში“ სიმშვიდე ისევ არ სუფევს. ადგილობრივი გამოცემა Sport-ი წერს, რომ კლუბის ხელმძღვანელობასა და ლიონელ მესისა და მის მომხრეებს შორის ომი კვლავ გრძელდება.

კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გამო ხელმძღვანელობამ ფეხბურთელებს ხელფასის 30%-ით დაკლება შესთავაზა, რამაც სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბა და შესაძლოა ყველაფერი იქამდე მივიდეს, რომ მესიმ და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელმა გუნდთან კონტრაქტები ნოემბერში გაწყვიტონ.

„ბარსელონას“ იურისტები ფეხბურთელებთან შეხვედრას გეგმავენ, რომელიც კატალონური გაზეთის ვარაუდით ბევრ რამეს გაარკვევს.

პარალელურად, ხოსეპ მარია ბართომეუს პოზიცია კლუბში ისევ შერყეულია და მარტში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მისი შანსი კიდევ უფრო მცირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109235