ფეხბურთი

11:58 | 19.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

პსპ სუპერლიგის რიგით მეხუთე ტიტულისთვის იბრძოლებს!

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგი სათამაშო დღე ოქროს ლიგის ნახევარფინალური შეხვედრით დასრულდა.

ნატახტარმა კროკობეთთან ძირითად დროში 4:3 იმარჯვა და ფინალისტის გამოსავლენად დამატებით ხუთწუთიანი ტაიმი დაინიშნა. „ბუკმეიკერების“ რიგებიდან გამარჯვების გოლი ლევან კოპალიანმა გაიტანა და გუნდი ფინალში გაიყვანა.

სუპერლიგის ფინალში არიამიას პსპ დაუპირისპირდება. დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა პატრულისა და პსპ-ს მეორე შეხვედრაც. „ძალოვნებმა“ ძირითად დროში დავით თავაძის გოლით 1:0 იმარჯვეს. დამატებით ხუთწუთიან ტაიმში „ფარმაცევტები“ ჯერ ზუკა გარსევანიშვილმა დააწინაურა, გურამ გოგიჩაიშვილმა კი სხვაობა ორამდე გაზარდა და პსპ სუპერლიგაში რიგით მეხუთ ე, ზედიზედ კი მეოთხე ტიტულისთვის იბრძოლებს.

ზუკა გარსევანიშვილი, პსპ:“მეტოქეს მადლობას ვუხდი ასეთი კარგი თამაშისთვის. ველოდით დაძაბულ შეხვედრებს. პირველი მატჩი მოგებული გვქონდა, მაგრამ დღეს ძირითად დროში დავმარცხდით. დამატებით ხუთ წუთში კონცენტრაცია არ დავკარგეთ, დარჩენილი ძალები მოვიკრიბეთ და ფინალში დამსახურებულად გავედით. ვფიქრობ, ჩემპიონატში პატრული და არმია ყველაზე მეტად ანგარიშგასაწევი ძალაა. მთელი სეზონი იმისთვის ვიშრომეთ, რომ აქამდე მოვსულიყავით. რთული მეტოქე გვყავს არმიის სახით, მაგრამ იმედია გავაგრძელებთ ბოლო წლების ტრადიციას და ტიტულს შევინარჩუნებთ.“

ვერცხლის ლიგის ორივე და ოქროს ლიგის დარჩენილი ფინალისტის ვინაობა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 25 ოქტომბერს გაირკვევა.

sbm.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114009