ფეხბურთი

1:37 | 18.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

სტუმრების დღე ბუნდესლიგაში

გერმანიის ბუნდესლიგის მეოთხე ტური სტუმრების გამოდგა. ამის თქმა უკვე თამამად შეიძლება, რადგან შაბათს გამართული 7 მატჩიდან 5 სტუმრებმა მოიგეს და მასპინძლებმა ვერცერთი.

გათამაშების ლიდერი „ლაიფციგი“ „აუგსბურგს“ ესტუმრა და დამაჯერებლად მოუგო. იულიან ნაგელსმანის გუნდმა თითო ტაიმში თითო გოლი გაიტანა, 10 ქულა დააგროვა და პირველ პოზიციაზე ერთპიროვნულადაა.

მიუნხენის „ბაიერნი“ ბულეფელდში „არმინიას“ ესტუმრა და ცხადია, ძალიან ადვილად მოიგო. ტომას მიულერმა და რობერტ ლევანდოვსკიმ დუბლები შეასრულეს და კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ საოცარ ფორმაში არიან. „რეკორდმაისტერს“ 9 ქულა აქვს და „ლაიფციგს“ კვალში ჩაუდგა.

მძიმედ, მაგრამ მოიგო „დორტმუნდმა“, რომელმაც ზინჰსეიმში, „ჰოფენჰაიმს“ მარკო როისის გოლით აჯობა და „ყვითლებსაც“ 9 ქულა აქვთ და მესამე პოზიციას ამაგრებენ.

„აუგსბურგი“ – „ლაიფციგი“ 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 ანხელინო (45), 0:2 პოულსენი (66)

„ფრაიბურგი“ – „ვერდერი“ 1:1 (1:1)

გოლები: 1:0 ლინჰარტი (16), 1:1 ფოლკრუგი (25, პენ)

„ჰერტა“ – „შტუტგარტი“ 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 კემპფი (9), 0:2 კასტრო (68)

„ჰოფენჰაიმი“ – „დორტმუნდი“ 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 როისი (76)

„მაინცი“ – „ლევერკუზენი“ 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 ალარიო (30)

„არმინია“ – „ბაიერნი“ 1:4 (0:3)

გოლები: 0:1 მიულერი (8), 0:2 ლევანდოვსკი (26), 0:3 ლევანდოვსკი (45), 0:4 მიულერი (51), 1:4 დოანი (58)

„გლადბახი“ – „ვოლფსბურგი“ 1:1 (0:0)

გოლები: 1:0 ჰოფმანი (78, პენ), 1:1 ვერგოსტი (85)

თეგებიბუნდესლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111312