ფეხბურთი

1:16 | 18.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

დრამა „გუდისონზე“

პრემიერლიგის მე-5 ტური მერსისაიდული დერბით გაიხსნა. აფიშა საინტერესო ამბებს გვპირდებოდა, „ევერტონი“ 4 მოგებით ცხრილის სათავეში იდგა, ჩემპიონ „ლივერპულს“ კი „ასტონ ვილასთან“ 2:7-ის შემდეგ, ქომაგების თვალში რეაბილიტაცია სჭირდებოდა.

მოლოდინმა გაამართლა, მატჩი მართლაც დაძაბული და რაც მთავარია, კარგი საცქერი გამოდგა. იყო ყველაფერი, გოლები, გაძევება, ვარ-ის გაუქმებული გოლი ბოლო წუთებზე... მაგრამ ვერ ვიხილეთ გამარჯვებული.

ლივერპულელთა დამრიგებელმა, იურგენ კლოპმა დასძინა: ძალიან მომეწონა თამაში. ეს საუკეთესო გასვლითი შეხვედრა იყო, მას შემდეგ, რაც „ლივერპულს“ ვწვრთნი. უნდა მოგვეგო. ბიჭებმა ჩინებულად ითამაშეს ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ. უმეტეს დროს ვდომინირებდით მოედანზე, მაგამ საბოლოოდ მხოლოდ ერთი ქულა მოვიპოვეთ. ასეც ხდებაო.

ანგარიში მე-3 წუთზე გახსნა კორონავირუსგამოვლილმა სადიო მანემ. სტუმრებმა ერთობ გაიხარეს, თუმცა მალევე ცუდი ამბავი დაემართათ, მათი დაცვის და სართოდ გუნდის ლიდერი, ვირჯილ ვან დეიკი მეტოქე მეკარე პიკფორდს შეეჯახა და თამაში ვეღარ გააგრძელა. ჰოლანდიელმა ჯვარედინი იოგები დაიზიანა და შესაძლოა, სეზონის ბოლომდე ვეღარ ითამაშოს - გვამცნობს Daily Mail.

მის არყოფნაში „ლივერპულის“ დაცვამ დამაჯერებლობა დაკარგა და რამდენიმე წუთში მასპინძლებმა გაათანაბრეს.

მეორე ტაიმი ცოტა მძიმედ დაიწყო, თუმცა მერე მოვლენებით პირველს გადააჭარბა. ჯერ მო სალაჰმა შეაგდო ლამაზად, ეს „ლივერპულის“ მაისურით გატანილი ეგვიპტელის მე-100 გოლი აღმოჩნდა. შემდეგ კი დომინიკ კალვერტ-ლიუინმა გაათანაბრა ეფექტური თავურით. ძალიან მაღლა აიწია და კრიშტიანუს სტილში გაიტანა შორეულ კუთხეში. ეს დომიმიკის მე-7 გოლი გახლდათ მიმდინარე პრემიერლიგაში. ყველა, ხუთივე მატჩში გაიტანა. ის ბომბარდირთა დავას ლიდერობს. ერთით ჩამორჩებიან მო სალაჰი და ტოტენჰემელი სონი.

ბოლო წუთზე მსაჯმა მასპინძელთა ბრაზილიელი რიშარლისონი გააძევა ალკანტარასთან უხეშობისთვის. მალევე ამას სტუმართა კაპიტნის, ჯორდან ჰენდერსონის მესამე გოლი მოჰყვა, სტუმრები მწვრთნელ-ფეხბურთელებიანად გადაირივნენ, მაგრამ ვარ-მა გოლი გააუქმა, ჰენდერსონის დარტყმამდე, პასის მიმცემ მანეს თამაშგარე დაუფიქსირდა. კლოპმა მერე თქვა: გასახდელში, კომპიუტერში რამდენჯერმე ვნახეთ ეს ეპიზოდი და ოფსაიდი არ ყოფილაო.

საბოლოოდ - 2:2, რომელმაც „ევერტონი“ ისევ ლიდერად დატოვა, „ლივერპული“ კი მეორე ადგილზე გაამწესა.

პირველად არ ხდება, რომ „ჩელსი“ კლასით დაბალ გუნდთან კარგავს ქულებს. ამჯერად, გადაულახავი ზღუდე „საუთჰემპტონი“ აღმოჩნდა. ორი განსხვავბული ტაიმი ვიხილეთ. პირველში მასპინძელი „არისტოკრატები“ ყოჩაღობდნენ და ნახევარი საათის თავზე ტიმო ვერნერის დუბლით იგენდნენ. როცა ტაიმის ბოლოს დენი ინგზმა ერთი ბურთი გაქვითა, მერე კი ჩე ადამსმა გაათანაბრა, იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ „ლურჯები“ მაინც აკონტროლებდნენ სიტუაციას. მით უმეტეს, რომ ახალწვეულმა ჭბუკმა კაი ჰავერცმა ისინი ისევ დააწინაურა.

მაგრამ აქ ცოტა უცნაური რამ მოხდა. „ჩელსი“ თითქოს დაიღალა. „წმინდანები“ უკეთ მომზადებულები აღმოჩდნენ და ბოლოს გაათანაბრეს კიდეც.

მოსაწყენი გამოდგა მასწავლებლისა და შეგირდის დაპირისპირება. ვერც გვარდიოლას და ვერც არტეტას გუნდებმა უჩვენეს რაიმე საინტერესო. არადა, საერთოდ, ორივე შემტევია. „სიტიმ“ „არსენალი“ რაჰიმ სტერლინგის კინკილა გოლით დაამარცხა და 7 ქულით მეცხრე ადგილზეა, „არსენალი“ კი ერთი საფეხურით დაქვეითდა 9 ქულით მეხუთე საფეხურზე დადგა.

დღის გვიან მატჩში კი „მანჩესტერმა“ „ნიუკასლი“ სტუმრად დაიბრიყვა - 1:4. თუმცა ხუთივე ბურთი მანკუნიანელებმა გაიტანეს. პირველი ლუკ შოუმ შეაგდო საკუთარ კარში.

ინგლისი

პრემიერლიგა. 5 ტური. 17 ოქტომბერი

ევერტონი - ლივერპული 2:2

ლივერპული. „გუდისონ პარკი.“

0:1 მანე (3), 1:1 კინი (19), 1:2 სალაჰი (72), 2:2 კალვერტ-ლიუინი (81)

ევერტონი: პიკფორდი, კინი, დინი, მინა, კოულმენი (გოდფრი 31), ალანი, დუკურე (აივობი 78), გომეში (სიგურდსონი 72), რიშარლისონი, კალვერტ-ლიუინი, ხამესი

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

ლივერპული: ადრიანი, ალეკსანდერ-არნოლდი, მატიპი, ვან დეიკი (გომესი 11), რობერტსონი, ფაბინიო (ვეინალდუმი 90+1), ალკანტარა, ჰენდერსონი, ფირმინო (ჟოტა 78), მანე, სალაჰი

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

მსაჯი: მაიკლ ოლივერი

გაფრთხილება: ხამესი (45), გომეში (69), ალანი (84); მანე (67), ფაბინიო (85)

გაძევება: რიშარლისონი (90)

ჩელსი - საუთჰემპტონი 3:3

ლონდონი. „სტემფორდ ბრიჯი.“

1:0, 2:0 ვერნერი (15, 28), 2:1 ინგზი (43), 2:2 ადამსი (57), 3:2 ჰავერცი (59), 3:3 ვესტერგორი (90+2)

ჩელსი: კეპა, კრისტენსენი, ზუმა, ჩილუელი, ასპილიკუეტა, ჟორჟინიო, კანტე, პულიშიჩი (ჯეიმსი 87), მაუნტი (ზიეში 72), ჰავერცი, ვერნერი (აბრაჰამი 90)

მწვრთნელი: ფრენკ ლამპარდი

საუთჰემპტონი: მაკარტი, უოკერ-პიტერსი, ბერტრანი, ვესტერგორი, ბედნარეკი, რომეუ (ლონგი 87), უორდ-პროუსი, რედმონდი (ტელა 77), უოლკოტი, ინგზი, ადამსი (ლონგი 86)

მწვრთნელი: რალფ ჰაზენჰიუტლი

მსაჯი: პიტერ ბენქსი

გაფრთხილება: ჩილუელი (48); რომეუ (84)

სიტი - არსენალი 1:0

მანჩესტერი. „ეტიჰადი.“

1:0 სტერლინგი (23)

სიტი: ედერსონი, უოკერი, დიაში, აკე, კანსელუ, როდრი, სილვა, ფოდენი (ფერნანდინიო 89), სტერლინგი, აგუერო (გიუნდოგანი 65), მაჰრეზი

მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა

არსენალი: ლენო, ბელერინი, ტირნი, გაბრიელი, ჰოლდინგი, საკა, სებალიოსი, ჯაკა (პარტეი 83), ვილიანი (ლაკაზეტი 69), ობამეიანგი, პეპე (ნკეტია 83)

მწვრთნელი: მიკელ არტეტა

მსაჯი: კრის კავანა

გაფრთხილება: როდრი (14), კანსელუ (63), დიაში (68), აკე (84); პარტეი (90+4)

ნიუკასლი - მანჩესტერი 1:4

ნიუკასლი. „სენტ ჯეიმს პარკი.“

1:0 შოუ (2 საკ. კარში), 1:1 მაგუაირი (23), 1:2 ფერნანდეში (86), 1:3 ვან-ბისაკა (89), 1:4 რაშფორდი (90+7)

58-ე წუთზე ფერნანდეშმა ვერ გაიტანა პენალტი (მეკარე)

ნიუკასლი: დარლოუ, ლუისი, ფერნანდესი, ლასცელი, კრაფტი, ჰეიდენი (შერი 49), ჰენდრიკი (ალმირონი 88), შელვი, სენ-მაქსიმენი, ჟოელინტონი (ფრეიზერი 72), უილსონი

მწვრთნელი: სტივ ბრიუსი

მანჩესტერი: დე ხეა, ვან ბისაკა, ლინდელოფი, მაგუაირი, შოუ, მაკტომინეი, ფრედი (პოგბა 69), ფერნანდეში, მატა (მატიჩი 90+2), ჯეიმსი (ვან დე ბეეკი 76), რაშფორდი

მწვრთნელი: ულე გუნარ სულშერი

მსაჯი: კრეიგ პოუსონი

გაფრთხილება: კრაფტი (67); ჯეიმსი (37)

0.148937