ფეხბურთი

21:24 | 17.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვერნერი: „ასე არ გამოვა“

პრემიერლიგის მე-5 ტურის მატჩში, „ჩელსიმ“ შინ, დამატებულ წუთებზე გაუშვა ხელიდან გამარჯვება „საუთჰემპტონთან“ (3:3). „არისტოკრატთა“ ახალწვეულმა, დუბლის ავტორმა, ტიმო ვერნერმა, შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისი გუნდი ბევრ გოლს უშვებს.

„პირველი ტაიმი კარგად ჩავატარეთ. მაგრამ ადვილი არ არის შესვენებამდე 2-3 წუთით ადრე საკუთარ კარში გოლის მიღება. მეტი აზროვნებაა საჭირო. „საუთჰემპტონი“ დიდ ზეწოლას ახდებდა ჩვენზე. მაღალი პრესინგი შემოგვთავაზა. ბევრის საშუალება მივეცით, არადა, უნდა მოგვეგო.

ჩემი დუბლით კმაყოფილი ვარ, მაგრამ მთავარი გამარჯვებაა. არ ვიცი, რა ხდება, მაგრამ ბოლო სამ შეხვედრაში ექვსი ბურთი გავუშვით. ასე არ გამოვა. გერმანიაში ყოველთვის ამბობენ, რომ დაცვა იგებს ტიტულებს. თუ ამდენის გაშვებას გავაგრძელებთ, ძალიან რთული იქნება წარმატებაზე ფიქრი.“ - ციტირებს ვერნერის სიტყვებს BBC.

0.132773