ფეხბურთი

18:09 | 17.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

საბა ლობჟანიძის საგოლე პასი თურქეთში (+VIDEO)

თურქეთის სუპერიგის მეოთხე ტურში საბა ლობჟანიძემ საგოლე პასი მიითვალა. ქართველი ფეხბურთელის „ანკარაგიუჯუ“ „რიზესპორს“ ესტუმრადა 3:5 დამარცხდა. ლობჟანიძემ მე-6 წუთზე მარჯვენა ფლანგზე კარგად ითამაშა, საჯარიმოში ჩააწოდა და პანტსილმა ანგარიში გახსნა.

სხვათა შორის, „ანკარაგიუჯუ“ 2:0-ს და შემდეგ 3:1-ს იგებდა, მაგრამ პირველი ტაიმის ბოლოს კაცნაკლული დარჩა და საბოლოოდ, 3:5 დამარცხდა. საბამ 74-ე წუთამდე ითამშა და მიმდინარე სეზონში პირველი საგოლე პასი მიითვალა.

„ანკარაგიუჯუს“ 4 ტურის შემდეგ ერთადერთი ქულა აქვს მოპვებული და ბოლოსწინა, მე-20 ადგილზეა, მხოლოდ „ბაშაკშეჰირს“ უსწრებს, რომელიც სხვათა შორის მოქმედი ჩემპიონია და სეზონი კატასტროფულად დაიწყო - 4 ტურში 1 ქულა, 0:6-ზე ბურთების ბალანსი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113915